ვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

AutoSharing Option
11 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები დანიასთან დიდი ანგარიშით, 1:5 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"დღევანდელი შეხვედრა უკეთესმა გუნდმა მოიგო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ იყო კარგი მომენტები. ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა.

მატჩი რომ თავიდან იწყებოდეს, კვლავ იმავე შემადგენლობას დავაყენებდი. ვიცი, ვინ არის ფორმაში, ვინ როგორ ფიზიკურ კონდიციაშია, ვინ არის ტაქტიკის შესაბამის მდგომარეობაში. რაც მოხდა დღეს, ამას ბევრი მიზეზი აქვს.

ხარაბაძეს არ აქვს გამოცდილება ასეთ გუნდებთან თამაშის, ის ჯერ
ძალიან ახალგაზრდაა. შანსი მივეცი უფრო გამოცდილ ნავალოვსკის. ხარაიშვილის გამოყენებას ვფიქრობდი დღეს, თუმცა, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ვერ ვათამაშე.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ მატჩებში იღებენ გამოცდილებას, მაგრამ მე აქცენტი გამოცდილ ნავალოვსკიზე გავაკეთე.

ასეთი შედეგის მერე ვერც ერთი მწვრთნელი ვერ იქნებოდა კმაყოფილი. ზოგადად, ჩვენი მთავარი საზრუნავი, თქვენი, ჩვენი საზრუნავი არის 2020 წლის მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალი. ის, რაც ესპანეთთან მოხდა, საუკუნეში ერთხელ ხდება და არ მოხდა დღეს. დანიას არ სჭირდებოდა მსაჯის დახმარება, თუმცა მაინც ასე გამოვიდა.

რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებში აუცილებელია მეტი კონცენტრაცია, თუმცა, როდესაც ანგარიში 3:1 გახდა, ზონები გაიხსნა და ყველაფერი უფრო გართულდა", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

დანიასთან მატჩის მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილს იკავებს.

Sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 42 /
ვაი თქვენს პატრონს ქართველებო,აზრზე არა ხართ წუხელ რა მოხდა და ზრაპრებს ყვებით ისევ,რის ლობჟანიძე,ან ხარაბაძე,ან აბურჯანია ან სხვები,რომელია გვყავს ფეხბურთელი,თუნდაც საშუალოზე ცოტა დაბალი,არავინ,ეს შემადგენლობა მთლიანად არის საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს პირველობა,რომ იყო აი მაშინდელი ნაკრების დონეა,მეტიც უფრო დაბალი დონეა,ხალხო გამოიფხიკეთ ყურები და გაახილეთ თვალები,გამოიტანეთ სწორი დასკვნები და საქმიანად იმსჯელეთ,ჰეი დეპოში ვართ,დეპოში,გაიღვიძეთ,რა დღეში ვართ მიზეზებიც კი არ ვიცით,რატომ ვართ ამ დღეში,შევეცდები მიგახვედროთ:ფედერაცია,მწვრთნელები,ჩემპიონატის დონე და ხარისხი,ელემენტარული სათამაშო მოედნების არ ქონა,ბაზების არქონა,განუვითარებელი და წყალწაღებული ქვეყანა და ათასი ჯანდაბა და უბედურება კიდევ.
roma
11 ივნისი 2019 10:59
16
ბოლოს რო შემოიყვანე ლობჯანიძე რომელმა აგენტმა ჩააწყო, ვაბშე მაგის გამოძახება. ეს ფედერაციაც იმდენი ვაქეთ, სანამ თავის წინამორბედებს არ დაემსგავსა. თუმცა რომ ვუყურებ სტაფში ძველი შაიკის იმდენუ უვიცი ტიპი ყავთ რაა გასაკვირი. თფუი
გიო
11 ივნისი 2019 10:42
3
მე გეტყვი ვინ უნდა შემოეყვანა და ხარაიშვილი, ან კვარაცხელია თან ცოტა ადრე და და კიდევ რამდენიმე ბევრად უკეთესი მოთამაშის არჩევაც შეეძლო, გინდა მაგალითად გითხრა მაგ ლობჯანიძეს ვინ აჯობებდა, იგივე ზარანდია, და თუნდაც ქუთაისის ტორპედოელი ელვა! ასე რომ ტრაკს ნუ ათამაშებთ, ჟურნალისტები რო წაიყვანეს დანიაში და არცერთი მედია საშუალება არ წერს ახლა ხათრით რა სამარცხვინოებიც არიან ხალხმა მაინც ხო უნდა ამოიღოს ხმა!
ვაჟა
12 ივნისი 2019 10:05
0
მე გეტყვი ვინ უნდა შემოეყვანა და ხარაიშვილი, ან კვარაცხელია თან ცოტა ადრე და და კიდევ რამდენიმე ბევრად უკეთესი მოთამაშის არჩევაც შეეძლო, გინდა მაგალითად გითხრა მაგ ლობჯანიძეს ვინ აჯობებდა, იგივე ზარანდია, და თუნდაც ქუთაისის ტორპედოელი ელვა! ასე რომ ტრაკს ნუ ათამაშებთ, ჟურნალისტები რო წაიყვანეს დანიაში და არცერთი მედია საშუალება არ წერს ახლა ხათრით რა სამარცხვინოებიც არიან ხალხმა მაინც ხო უნდა ამოიღოს ხმა!
ვაჟა
12 ივნისი 2019 10:03
0
ყველა გამოხმაურება
შე კაი კაცცო, ზარანდიასთვის არ გემეტება ადგილი და თუ ვინმე დედამ დაწყევლა ყველა გუნდში გყავთ
ვაკო
11 ივნისი 2019 10:37
6
ვთვლი, რომ ასე დიდი ანგარიშით წასაგები მატჩი ნამდვილად არ იყო. და ჩვენი ფეხბურთელების მაინც მადლობელი ვარ. რაც შეეხება მსაჯობას, ნამდვილად არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ არც პენალტი და არც მესამე გოლი ჩასათვლელი ნამდვილად არ იყო
ზვიადი
11 ივნისი 2019 11:12
12
ვააააააააჰაააააააააააააააააააჰააააააააააააააააააა, მსაჯმა მოაგებინაო, ნახე რას ამბობს ეს ს, ასეთი ლოთ კუპერს და აბდალ ტოპმელერს არ უთქვიათ
xx
11 ივნისი 2019 14:04
4
Vladimeras ra bralia roca zog zogiertebi burts ver achereben da elementarul pass ver tamashoben.dabali donis fexburtelebi arian gadaxedet ra gundebshi da rogor tamashoben.kankavas fasi aravin aris mag nakrebshi.
Martali
11 ივნისი 2019 15:34
2
ra vaisi ris vaisi? an martla tu ggoniat am shemadgenlobit da plius esti msajobit romelime mwvrtneli dadebda shedegs?...
romandro
11 ივნისი 2019 14:16
9
თქვენი არ ვიცი, მაგრამ იყო რამოდენიმე ეპიზოდი მატჩში, როცა ეტყობოდა ნაკრებს, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. გოლს არ ვგულისხმოდ, რომელიც უმაღლეს დონეზე შეასრულეს. შემადგენლობის დაყენებისას ისევ შეცდომები ვაისის მხრიდან და ყველაზე დიდი კაშიას და ნავალოვსკის შემადგენლობაში დაყენება იყო. ასევე პარუნაშვილის, რომელსაც თითქოს არაფერი დაუშავებია, მაგრამ არც არაფერი შეუქმნია . გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაში თამაშია და არა თავდამსხმელის არყოლა. მოკლედ დასკვნა ერთია, დროზე შევცვალოთ ვაისი. ვინც გნებავთ, ქართველი, გამოუცდელი, თამამი მწვრთნელი, რომელიც სწორად გამოიყენებს ჩვენი ფეხბურთელების ძლიერ უნართვისებებს და თამაშის მართვას მოახერხებს, ამისათვის კი ევროპალიგის პლეიოფამდე დრო კიდევ არის.
emigranti
11 ივნისი 2019 13:20
7
კიდევ წავაგეთ? აუ, აბა იხახდა მოვიგებთო
roma
11 ივნისი 2019 08:48
1
მაიც და მაინც მე უდა გიკარნახოთ როგორ მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში!? " მოვიწვიოთ ესპანეთის და იტალიის მეორე ლიგის მოთამაშეები, მივცეთ საქართველოს მოქალაქეობა, დავუნიშნოდ მწვრთნელად ვინსენტე დელ ბოსკე ან არიგო საკი და ყველა ტურნირში ჩემპიონები თუ არ პრიზიორები მაინც გახდებიან! (ასეა ეს).
მწვრთნელი
11 ივნისი 2019 17:44
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული