ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა და "სან ხოსე" თასის მერვედფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 ივნისის დილით, სან ხოსეში, "ავაიას" სტადიონზე ვაკო ყაზაიშვილმა 2 გოლი გაიტანა და მასპინძლები აშშ-ის ღია თასის მერვედფინალში გაიყვანა. "სან ხოსე ერსქვეიქსმა" "საკრამენტო რეპაბლიკი" 4:3 დაამარცხა.

ყაზაიშვილი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 2:2 იყო. პირველი გოლი 78-ე წუთზე გაიტანა და დააწინაურა გუნდი, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე დუბლიც შეასრულა.

ეს ვაკოსთვის მე-3 გოლი იყო სეზონში, 1 გოლი მან MLS-ში გაიტანა. "სან ხოსე ერსქვეიქსი" შარშან ამერიკის თასიდან საწყის ეტაპებზე გამოვარდა, ხოლო შარშანწინ ნახევარფინალში "სპორტინგ კანზას სიტისთან" პენალტების სერიაში
დამარცხდა. იმ შეხვედრაში ვაკომ საგოლე პასი გააკეთა და 11-მეტრიანების სერიაშიც ზუსტად დაარტყა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ევროპაზე მაინც ვერ გავლენ
Gela
15:30 12-06-2019
5
ვაისს წააკითხეთ,ვაისს!!!!
buba
14:30 12-06-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული