"გურნიკიდან" "ლეგიაში" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ვაკო გვილიას გადასვლას sport.pl-ს ჟურნალისტმა ბარტოშ რზემინსკიმ ვრცელი წერილი მიუძღვნა.

"გვილია "ლეგიაში" სებასტიან შიმანსკის და კასპერ ჰამალეინენის მემკვიდრე უნდა გახდეს. მან "გურნიკისთვის" მიცემული პირობა დაარღვია და დედაქალაქურ გუნდში გადავიდა. გვილია გულშემატკივრებს სოციალური ქსელით გამოემშვიდობა, მაგრამ ამან აგრესია გამოიწვია და ის იძულებული გახდა, დაებლოკა.

გვილიას წარმატებული სტარტი ჰქონდა ექსტრაკლასაში, ადვილად გაიარა ადაპტაცია და 18 მატჩში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. თუმცა, მისი თამაშის ხარისხზე მარტო ციფრები არ მეტყველებს. ქართველი შესანიშნავად ხედავს მოედანს, კითხულობს თამაშს, აკეთებს ზუსტ მოკლე და გრძელ გადაცემებს. სწორედ ასეთი ფეხბურთელი აკლდა "ლეგიას" მთელი გასული სეზონის განმავლობაში.

მან გუნდში შიმანსკისა და ჰამალაინენის წასვლის შედეგად დარჩენილი სიცარიელე უნდა შეავსოს. ქართველი უნივერსალური ნახევარმცველია, შეუძლია თავდასხმაშიც გაისარჯოს და დაცვასაც დაეხმაროს. "ლუცერნში" საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც კი ასპარეზობდა.

ზუგდიდელის უნივერსალობაზე სტატისტიკაც მეტყველებს. პოლონეთის ჩემპიონტში ის მატჩში საშუალოდ 15 დუელს დაცვაში და 30-ს თავდასხმაში იგებდა და დიდი შრომის უნარით გამოირჩევა. ყოველ შეხვედრაში სამჯერ ურტყამდა კარში და აქედან თითქმის ერთ-ნახევრჯერ ზუსტად. ამ მაჩვენებლით ის ლიგაში ყველა შემტევ ნახევარმცველზე უფრო პროდუქტიული იყო.

ეს ძალიან სასარგებლო და გააზრებული ტრანსფერია, რაც ვარშავული კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გაკვირვებას იწვევს.

"გურნიკის" სპორტულმა კოორდინატორმა არტურ პიატეკმა თქვა, რომ ამისთვის მზად იყვნენ და სთხოვეს, თუ წავიდოდა, სხვა პოლონურ გუნდში არ გადასულიყო. ამიტომ ის ზაბჟელმა ფანებმა "ინსტაგრამში" "წალეკეს" და მოღალატედ შერაცხეს.

გვილია თითქმის შეუცვლელად თამაშობს საქართველოს ნაკრებში და საინტერესოა, რომ დანიასთან შეხვედრაში თავდამსხმელად მოგვევლინა. ის მუდამ ერთ-ერთი მაღალრეიტინგული გახლდათ და ლამის ყველა გოლში იღებდა მონაწილეობას.

მას დადებითად ახასიათებს ეროვნული გუნდის მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი.

"ამ ადამიანს უყვარს ფეხბურთი და თანაც, დიდი პროფესიონალია. ჩემს გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, შეუძლია "ლეგიას" საკვანძო ფიგურა გახდეს. ბრძოლის და გამარჯვების ჟინითაა შეპყრობილი და შეუძლია დედაქალაქურ გუნდში შეუძლებელსაც მიაღწიოს.

გადაწყვეტილების მიღებამდე კოპენჰაგენში ვესაუბრე. "ფერენცვაროშიც" იწვევდა. მე "ლეგიაში" გადასვლა ვურჩიე ", - განუცხადა ვაისმა legia.net-ს.

ამიტომ შეიძინა ვარშავულმა გუნდმა ლეგიონერი, რომელიც თავს აუცილებლად წარმოაჩენს, რამეთუ მოედანზე არასტანდარტული იდეები გააჩნია და შაბლონური არ არის.

გვილია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი შეიძლება აღმოჩნდეს".

ზუგდიდი
არანაირი პირობა არ მიუცია. უთქვამს სანაკრებო თამაშების მერე გაგცემთ პწსუხს ხო თუ არაო
sdfffff
მაგათგან არაფერი არ გამოვა.
გოგა
არა შენ ხარ მაგარი იგროკი და ბარსაში თამაშობ:) ოღნდ არ ვიცით ჯერ:)
ქობულეთელი
ქართველი ფეხბურთელის წარმატება და კარგი ტრანსფერი საკუთარ წარმატებასავეთ მახარებს,სხვანაირად არც შეიძლება,რადგანაც კარგ გუნდში ლეგიონერების ყოლა თავისთავად კარგი ნაკრების საწინდარია,რომელიც ესოდენ გვენატრება ქართული ფეხბურთის ქომაგებს. წარმატებები გვილიას და საქართველოს ნაკრებს...
Grisha
ფეხბურთელის კარიერა არც ისე დიდი ხანი გრძელდება, სადაც უკეთესია იქ უნდა გადავიდეს. ეგეც ეხლა რეალი ბარსა არბ იყოს რა. გურნიკის ფანები არა იხვის ტოლმა
jiji
ეს ტუ ფეხბურტელია კიდევ
status quo
არასწორია გვილიას მოღალატედ შერაცხვა- კლუბის ხელმძღვანელობამ სთხოვა,მაგრამ ვაკომ მისცა კი პირობა?
aburjga
გურნიკი მართალია! კაცისთვის სიტყვის გატეხა ძალიან ცუდის მანიშნებელია!
გულშემატკივარი
კაი ფეხბურთელია,ბოლომდე იბრძვის,ქონდა ცუდი პერიოდი თუმცა ეხლა ყველაფერი რიგზეა.ლეგიაც საკმაოდ ნორმალური გუნდია საიდანაც შეიძლება რომელიმე ტოპ-ლიგაშიც კი ამოყოს თავი. წარმატებები ვაკოს!!!
ზუგდიდი
წარმატებები ვაკო და აბა შენ იცი,არ შეგვარცხვინო..
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
ყველა ხელაიფის მსგავსი ვერ იქნება - "არსენალის" თანამშრომლები კლუბის სიწუწკემ გააღიზიანა
"მბაპე თუ ვინისიუსი?" - პერესმა ცეცხლზე ნავთი დაასხა
[VIDEO] მესი შეუჩერებელია - არგენტინელის დუბლი და საგოლე პასი MLS-ში
"კვარაცხელიას ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებს - მაინც გაიტანა" - რიოლო თავისას არ იშლის
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ვაკო გვილიამ "ლეგიას" გამარჯვება 90+4-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
გვილიას საჩემპიონო მატჩის ელის: შეიძლება მთელი პოლონეთი ჩვენ წინააღმდეგაა, მაგრამ...
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
ვაკო გვილია: შეცვლაზე შესვლისას ჩემი ამოცანა გოლის გატანა იყო
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
ვაკო გვილია გიბრალტარულ ფრეს თვითკრიტიკულად აფასებს: ასე თამაში არ შეიძლება
ვაკო გვილიამ გაიტანა - "ლეგიამ" გაიმარჯვა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
legionisci.com: ვაკო გვილია თანაგუნდელის ზურგსუკან "იმალებოდა", ორთაბრძოლებს აგებდა
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]