ჯანო ანანიძე: სამედიცინო შემოწმებამ შესანიშნავად ჩაიარა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკში" დაბრუნებულმა ქართველმა ნახევმარცველმა კლუბის სხვა ფეხბურთელებთან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა.
championat.com-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე ჯანომ მოკლედ უპასუხა:

"სამედიცინო შემოწმებამ შესანიშნავად ჩაიარა."

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" აღზრდილია. წელს მოსკოვური კლუბის შემადგენლობაში 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. შემდეგ კი, სამარას "კრილია სოვეტოვში" იყო განათხოვრებული და პრემიერ ლიგაში გამართულ 8 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასიც მიითვალა.

იჯარის დასრულების შემდეგ ანანიძე "სპარტაკს" დაუბრუნდა. როგორც რუსული გამოცემები წერენ, მოსკოვურ კლუბს ჯანოს გაშვება სურს, თუმცა თავად ფეხბურთელს დარჩენა
უნდა. ქართველ ნახევარმცველს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს და წელიწადში გასამრჯელოს სახით 2 მილიონ ევროს იღებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯანო მიდი წველე რუსები
ზურა
18:54 15-06-2019
2
ორი მილიონს, თუ გადამისდით, თუნდაც ტყის ღორი მეძახეთ ძამა!
წასვლა არ უნდა, კანეშნა ბრატცი, განა ზიკოა, ან ბურუჩაგა, მერვე კლასელი პიონერი ჯანოა ი ვსიო..
კ ო მ ბ ლ ე
00:44 16-06-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული