![](https://sportall.ge/pictures/image31/6938fd69d9254c11a6c514fbbd50dc9c.jpg)
championat.com-ის ცნობით, 18 წლის ქართველი თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე "სპარტაკში" იმყოფება სინჯებზე.
ეს ამბავი გამოცემამ "სპარტაკის" ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის მიერ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული სურათით შეიტყო და დაადგინა, რომ ქუთათელაძემ "სპარტაკში" მედშემოწმება გაიარა.
championat.com-მა 29 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზი "სპარტაკში" ჩაირიცხებოდა.
ქუთათელაძემ ვარჯიში პრაღის "სპარტაში" დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი "ლილის" აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან პსჟ-ის სისტემაში ვარჯიშობდა, ხოლო ამ ზამთარს "ანჟიში" უნდა გადასულიყო, მაგრამ ამ გუნდს ახალი ფეხბურთელების დამატება აუკრძალეს.
თებერვალში ქუთათელაძემ კიევის "დინამოს" 21-წლამდელთა გუნდში "ტობოლის" 21-წლამდელების წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ უკრაინულ გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა.
![ნიკოლოზ ქუთათელაძემ "სპარტაკში" მედშემოწმება გაიარა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/92d7101f28e048fc43f59c7becc9e30c.jpg)