18 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვნენ:
თბილისის "დინამო" - "ლა ფიორიტასა" (სან) და "ენდოგარს" (ანდ) შორის გამარჯვებული
შიმკენტის "ორდაბასი" (ყაზ) - ქუთაისის "ტორპედო"
"ფოლა ეში" (ლუქს) - საჩხერის "ჩიხურა"
აქვე გეტყვით, რომ "ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძეა.
I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 18 ივლისს. მეორე ეტაპის წილისყრა კი 19 ივნისს ჩატარდება.