გიორგი ჭიაბრიშვილი: მინდოდა "სელტიკს" შევხვედროდით

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალო" პირველ მატჩს 10 ივლისს, სტუმრად მოლდოვის "შერიფთან" გამართავს.

"ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი სუსტი გუნდი არ არსებობს. ხუთი სავარაუდო მეტოქიდან შესაძლო იყო სხვა გუნდებიც შეგვხვედროდა, მაგრამ მოწინააღმდეგედ მოლდოვური "შერიფი" გვერგო. სიმართლე გითხრათ, სურვილი მქონდა, გლაზგოს "სელტიკს" შევხვედროდით.

"შერიფის" თამაში ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ვნახე, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შარშან შეხვდა. ამ ეტაპზე ვიცი ისიც, რომ ეროვნული ლიგის
გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლეანდრო რიბეირო "შერიფში" ირიცხება, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

რაც შეეხება საშინაო თუ საგარეო შეხვედრას, მერჩივნა, პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გვქონოდა, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. ვეცდებით, ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი".

ამ გუნდების პირველ მატჩს ტირასპოლი 10 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 ივლისს გაიმართება.

altთბილისის "საბურთალოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

 

altქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
რატო ადვილად გაიმართლებდი სელტიკთან თავს?? ვიბრძოლეთ მარა სელტიკიაო))))) ეს ხუმრობით და ისე მეიმედება შენი ჭია გული მიგრძნობს გადავლახავთ შერიფის ბარიერს წარმატებები საქართველოს სახე ხართ არ დაგავიწყდეთ!!!!
nika
22:15 18-06-2019
1
შერიფიც თუ ვერა და, წაით სახლლებში ძამა წაით.
წააგე? წადი ძროხებს მიხედე. ე, ესაა ყველაზე კაი წესი.
კ ო მ ბ ლ ე
04:13 19-06-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული