ლადო დვალიშვილმა "საბურთალო" დატოვა და კონკურენტ ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა

AutoSharing Option
ლადო დვალიშვილმა "საბურთალო" დატოვა და კონკურენტ ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა - ამის შესახებ Sportall.ge-ს თბილისურ კლუბში განუცხადეს.

32 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ჩემპიონის რიგებში უკანასკნელი შეხვედრა დღეს, 18 ივნისს, საქართველოს თასზე "სამტრედიას" წინააღმდეგ (2:1) ჩაატარა.

როგორც "საბურთალოში" აცხადებენ, მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ლადო დვალიშვილი ბათუმში აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჩავიდა და კონტრაქტის დეტალებზე სასაუბროდ "დინამოს" მენეჯმენტს ხვალ, 19 ივნისს შეხვდება.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი "საბურთალოს" 2018 წელს ებრაული "ჰაპოელიდან" შეუერთდა.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", ეს ამ კლუბის უკვე მეორე ტრანსფერია -
აჭარულმა კლუბმა დღეს ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე წარადგინა.

18 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას 38 ქულით "საბურთალო" ლიდერობს, მეორე ადგილზე კი სწორედ ბათუმის "დინამოა", რომელიც კონკურენტს ერთი ქულით ჩამორჩება.

alt"საბურთალო", "მერანი", "თბილისი სიტი" და "გარეჯი" საქართველოს თასის 1/4 ფინალში გავიდნენ

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მინდოდა "სელტიკს" შევხვედროდით

altუკვე ოფიციალურად: მამუკა კობახიძე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ბათუმის "დინამო"ან მაზოხისტი ყოფილა, ან არ უნდა ალბათ ჩემპიონობა....
გელა 67
16:54 20-06-2019
0
Gabedavas konkurencia ver gaucevda icis da cavida batumshi, amas idzaxebdnen nakrebshi da gabedavas ara :-):-):-)
Va-Le
12:36 19-06-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული