19 ივნისს საქართველოს თასის დარჩენილი 4 მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერმა თბილისის "მერანმა" "სპაერის" სტადიონზე დამატებით დროში ფიფიას მიერ გატანილი პენალტით თბილისის "დინამო" დაამარცხა და თასიდან გამოაგდო.

მერანი: თევდორაძე, კახელიშვილი, თევზაძე, ფოფხაძე, ჩუკვურა, გაბისკირია (შენგელიძე 110), დათუნაიშვილი, შარიქაძე, ხაბელაშვილი (ფიფია 71), დეისაძე (ქარქუზაშვილი 117), ნიქაბაძე (მიქაბერიძე 86)

დინამო: პერალესი, რუხაია (კაპლიენკო 104), მეჯუბი, მონხილი, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (შულაია 112), ზარია (ნინუა 77), შენგელია, კუხიანიძე (აბუაშვილი 94), კუტალია

დანარჩენი სამი შეხვედრა ასე დასრულდა:

გაგრა-ტორპედო 2:3

გოლები: 0:1 კაპანაძე (41), 0:2 დოლიძე (60), 1:2 მეტრეველი (63), 1:3 ქავთარაძე (83), 2:3 ბრეგვაძე (90, პენ)

თელავი-ლოკომოტივი 0:1

გოლი: 0:1 სიხარულიძე (42)

რუსთავი-სიონი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სილაგაძე (23), 2:0 ჩოგაძე (70)

ასე და ამგვარად, მეოთხედფინალში თბილისის "მერანი", "ტორპედო", "ლოკომოტივი", "რუსთავი", "საბურთალო", მარტვილის "მერანი", "თბილისი სიტი" და "გარეჯი" გავიდნენ.

a.a.
აქ კომენტარების წერას რო დინამოს თამაშებზე იაროთ არ ჯობია? კლავიატურასტან დაჯდომა და კომენტარის დაწერა ადვილია და დინამო არენა რო თეატრს დაამსგავსეთ ისეთი სიჩუმეა არ გიტყდებათ? გამოდიხართ მერე აქ და ყველას და ყველაპერს აკრიტიკებთ.
კარგით რა
სოფლიდან, რომ ახალგაზრდები მოხოდო დინამოს მოუგებენ.მუშაობენ და პლანის წევისთვის არ სცალიათ მაინც.
ღლონტი
"ერიჰა" სჯობდა სტატიის სათაურში, რადგან ეს სენსაცია არ არის, ძალიანაც კანონზომიერია.
სირბილის სწავლების ცენტრი
ქართველებით უფრო გაძლიერდება "დინამო" თუ ელემენტარულად თამაშის დროს აღდგენას ასწავლიან (ამას 8 მსუბუქი 30 წუთიანი ვარჯიში სჭირდება), რაც 90 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპში სირბილის და თამაშის განმავლობაში ტექნიკის სრულად გამოყენების საშუალებას მისცემს!
როლო
ფიფია რა ექსპერიმენტებს ატარებ, რას აწვალებ ამ ჩისკოსაც, ცოტა მეტი გაიმეტე და დანიშნე ნორმალური მწვრთნელი. ამ გუნდით შორს ვერ გაფრინდები
გოგა
და რა გვარის კაცმა შეგისრულათ 115 წუთზე:)
სიმართლე
ფიფია - ჩვეულებრივი ქორვაჭარი, ქარვასლის მეპატრონე
გაუშვით კომენტარი
ქართული კლუბებისგან ესეთი ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა არ მახსენდება. ფაქტიურად, ამ დრომდე, ვერცერთი კლუბი ვერ გაძლიერდა. საბურთალომ დაიმატა რეხვიაშვილი და გაბედავა, კაცმა არ იცის როგორ ფორმაში არიან, თუმცა მაინც გაძლიერებად შეიძლება ჩაითვალოს. ტორპედოს არავინ დაუმატებია, ვთვლი რომ შარშანდელზე სუსტი გუნდი იქნება. ნუ, ჩიხურაზე რა უნდა ითქვას, შარშანდელზე სუსტი გუნდია ცალსახად და შეიძლება განაცხადისთვის საჭირო ფეხბურთელებსაც კი ვერ მოუყაროს თავი. დინამომაც ბევრი ვერაფერი ქნა, დაიმატა მოგზაური დაფე, რომელიც ჩემი მოსაზრებით, მხოლოდ 1-2 საკვალიფიკაციოზე შეიძლება გამოადგეთ, (მეტი რესურსი არ აქვს) და უკრაინელი მცველი, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს ვინაა. იმედს გამოვთქვავ, რომ გუნდები კიდევ გაძლიერდებიან და თავი არ მოგვეჭრება წელს. ბევრი ქართველი ლეგიონერი შეიძლება მოიძებნოს ვისი დამატებაც შეიძლება. დაწერეთ აქ, იქნებ ვინმემ წაიკითხოს და მოეწონოს თქვენი იდეა, რომელი ქართველიც გააძლიერებს აქ ჩამოთვლილ გუნდებს
ოთო
ძაან სამარცხვინო (((( ესენი ევროტურნირებზე უფრო მოიჭრიან თავს.....ამ მერანს 0-6 უნდა უგებდეს დინამო წესით, მარა ფიფიამაც დაიკიდა უკვე როგორც ჩანს...ვიღაც ვადა გასული ფეხბურთელები მოყავს და ვინც ოდნავ ნორმალურია ეგრევე უშვებს, მაგალითად შენგელია...ანუ გამოდის აღარც უნდა დავინტერესდეთ რა ხდება დინამოში...თავისი კანტორაა და მორჩა
მთ
გუნდს სამეგრელოს ნაკრები მაინც დაარქვით
buba
მწვრთნელთან ერთად ფიფიაც უნდა მოშორდეს!!!!!!
ქუთაისელი
დინამო, ცოტა სირცხვილი ხო არაა ეს, ა?
dato
ფიფია რატომ არ უშვებ მაგ არაფრის მცოდნე ესპანელ მწვრთნელს, დაგინებული გაქვს?
ლევან
8 მეგრელი ათამაშა და წააგებდა, აბა რას იზამდა
x.x
ეზარებათ თასზე თამაშები და საერთოდ შეგვაძულეს ფეხბურთის ყურება! ასე უნდა თამაშობდეს დინამო? არ შეიძლება, რომ ფედერაციამ და მერიამ მიხედოს ეროვნულ გუნდს?
ზეზვა
თელავში სოსიაშვილი ინიშნება და აბა ეხლა ნახეთ თელავის აღმაფრენა...მწვრთნელს ვერ გაარტყეს ამდენი ხანია.
niko
სამაგიეროდ ფიფია ხომ კარგ საქმეს აკეთებს, ბავშვებს დაყიდის გრანდებში, რანდერსი,ხიმნასტიკი,ციურიხი,გენტი, შემდეგი გრანდი კადისი რიგში დგას.
კ ო მ ბ ლ ე
რომანა როა, ნეტა ისე ვიყოთ ყველა ქართველი!
Vakhtang Lobzhanidze
შეგაზიზღებენ ფეხბურთს რა..
დინამოელი
გულითადი მოკითხვა ბატონ რომანს. როგორ ბრძანდებით ბატონო რომან?
jino
და რა არის გასაკვირი დინამო ბანდაა,მწვრტნელი კი ალიბაბა
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ეროვნული ლიგა. XVII ტური: "თელავმა" დიდი ანგარიშით პირველად იმარჯვა [VIDEO]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XV ტური. "სამტრედია" - "მერანი თბ" [LIVE]
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ტორპედომ" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა [VIDEO]
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ეროვნული ლიგა. XIV ტური: "მერანმა" "დილას" გაუძლო და უკანასკნელ ადგილს თავი დააღწია [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება