"თელავს" რევაზ გოცირიძე გაწვრთნის

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "თელავმა" მწვრთნელად რევაზ გოცირიძის დანიშვნა იუწყა.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - 38 წლის რევაზ გოცირიძე.

რევაზ გოცირიძე ბოლოს ეროვნულ ლიგა 3-ში მონაწილე თბილისის "საბურთალო 2"-ს თავკაცობდა, პარალელურად კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის თანაშემწე გახლდათ.

რევაზ გოცირიძეს სკ "თელავში" ადრეც უმუშავია და 2016 წელს, ჩვენი კლუბის შექმნის პირველივე წელიწადს მალხაზ ჟვანიას თანაშემწე გახლდათ - იმ დროს, რეგიონალლიგაში მოთამაშე სკ" თელავმა", ჟვანია-გოცირიძის ხელმძღვანელობით მთლიანობაში 14 შეხვედრა გამართა, 13 მატჩი
მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ეროვნული ლიგა 3-ის საგზურიც ტრიუმფალურად მოიგო.

რევაზ გოცირიძემ დღეს საღამოს ჩაატარა პირველი ვარჯიში და თელავის" ფეხბურთელებმაც დიდი მონდომებით და ხალისიანად ივარჯიშეს. ბიჭები ზედმიწევნით ხარისხიანად ცდილობდნენ მწვრთნელის დავალებების შესრულებას.

საფეხბურთო კლუბი "თელავი" ულოცავს რევაზ გოცირიძეს გუნდში დაბრუნებას და წარმატებებს უსურვებს!"

ს.კ. "თელავის" პრესსამსახური

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამდენი კომენტარიც არ იყო საჭირო
ზეზვა
17:24 22-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული