arkowcy.pl: ლუკა ზარანდიას საზღვარგარეთული კლუბი იწვევს და "არკას" ფულის შოვნა შეუძლია

AutoSharing Option
arkowcy.pl-ის ცნობით, ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ შესაძლოა "არკა" დატოვოს.

გამოცემის მტკიცებით, ზარანდიას უცხოური გუნდი იწვევს და გდინიურ კლუბს ტრანსფერზე ფულის შოვნის საშუალება აქვს.

ზარანდია "არკაში" 2016 წელს გადავიდა და უმალ მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

გასულ სეზონში ლუკამ 6 გოლი გაიტანა: 4 ექსტრაკლასაზე, 1 თასზე და 1 სუპერთასზე.

ჯერჯერობით ლუკა "არკაშია" და 22 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ საოცარი ბიჭის არგამოძახება ნაკრებში დიდი შეცდომაა!!!
Levan
15:04 23-06-2019
0
აუ ბელგიაში მაგრა გაასწორებს ტრანსფერი,
ჩემი აზრით ზარანდია გაიათმაგებს ფასს ამ ნაბიჯით და როგორც ფეხბურთელი ბევრად წინ წავა
lasha
09:46 23-06-2019
1

სიახლეები პოპულარული