ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ "სპარტაკში" შეკრებისას პირველ სპარინგში მიიღო მონაწილეობა.
"სპარტაკმა" ქვედალიგური "სოჭი" 7:1 გაანადგურა, ანანიძემ პირველი ტაიმი ითამაშა და მისი ეფექტური პასით ლომოვიცკიმ ანგარიში 3:0 გახადა.
გუნდში სინჯებზე მყოფ თავდამსხმელ ნიკოლოზ ქუთათელაძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.