ეროვნული ლიგა. XIX ტური: "დილამ" "ვიტ ჯორჯია" დაჯაბნა და დაამარცხა

AutoSharing Option
23 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-19 ტურში "დილამ" "ვიტ ჯორჯიას" 2:0 მოუგო.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და ბევრს უტევდნენ. განსაკუთრებით გოშთელიანი აქტიურობდა, მაგრამ შესვენებამდე გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

შესვენების შემდეგ კი კოუგბენიამ ნაკუთხურალ ბურთს თავურით ისერგიშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში უკვე გოშთელიანმა დალაშქრა მეტოქის კარი და გოლი ცალ თვალზე ხელის აფარების ჟესტით 20 ივნისის აქციაზე დაშავებულთა მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - ვიტ ჯორჯია 2:0
გოლები: 1:0 დიდიე კოუგბენია (47), 2:0 გურამ გოშთელიანი (50)

დილა (4-2-3-1): გიორგი
ბეგაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ), დიდიე კოუგბენია (ნიკა გაგნიძე 81), ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია (ფელიპე პაიმი 75), ლევან ნონიკაშვილი (ისიფუ ლემპტი 70), გურამ გოშთელიანი

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

ვიტ ჯორჯია (4-1-4-1): ლევან ისერგიშვილი, გიორგი ლაცაბიძე, ლუკა თათხაშვილი (ბექა გუგბერიძე 85), ზვიად ნაჭყებია, ვასილ ქისიევი, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ცოტნე მოსიაშვილი, ირაკლი ზარიძე (გიორგი ვაზაგაშვილი 65), გიორგი ვასაძე, ზურაბ მუსელიანი, დავით მუჯირი (თორნიკე მუზაშვილი 56)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული