რუსულ სპორტულ მედიაში მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია დაიწყო - გოსდუმის დეპუტატი ქართული კლუბების დასჯას მოითხოვს

AutoSharing Option
რუსულ სპორტულ მედიაში მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია მიმდინარეობს. უკლებლივ ყველა სპორტული გამოცემის პირველ გვერდზე ქართული კლუბების და სპორტსმენების მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის რუსეთის მიერ ოკუპაციის გაპროტესტების თემაა განთავსებული.

რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ ქართულმა კლუბებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გააპროტესტეს.

"ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულია ოფიციალური მატჩებისას ქართველი ფეხბურთელების მსგავს საქციელზე რეაგირება მოახდინოს", - წერს ლებედევი "ტვიტერზე".

ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში ქართული კლუბები ანტისაოკუპაციო მაისურებით გავიდნენ მოედანზე და ამას გარდა, რიგმა ქართველი სპორტსმენებისა
ოკუპაცია სოციალური ქსელით გააპროტესტა.

რუსული პრესა ყურადღებას ამახვილებს, რომ ანტისაოკუპაციო პროტესტში აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და მასში მონაწილეობა აგრეთვე "ტორპედოს" ფეხბურთელებმა, რუსეთის მოქალაქემ ნოდარ ქავთარაძემ და მოსკოვში დაბადებულმა ვახტანგ ნებიერიძემ მიიღეს.



მკითხველის კომენტარები / 7 /
მენტალურად ავად ხართ ურუსებო, ა ვ ა დ (!) - არსებულ რეალობაში ა რ ა ხართ ...
გლახუნა
25 ივნისი 2019 01:51
1
დუმის დეპუტატებო, თუ გინდათ დაგვსაჯოთ და მაგრა გაგვამწაროთ, გასწავლით სად უნდა გვიკბინოთ.
შაკო
24 ივნისი 2019 15:28
0
საქართველოზე უზომოდ "შეყვარებული" რუსეთი მოცული აქვს ანტიქართულ აღვირახსნილ ისტერიას.არადა მსოლიოს ცივილიზებული სამყარო სურთ დაარწმუნონ საპირისპიროში.
გაიტანეთ გრენლანდია
24 ივნისი 2019 09:30
0
იმ უეფამ თუ ფიფამ რომელმაც რუსეთში ჩაატარა მსოფიო შემპიონარი, იმ რუსეთში რომელიც აგრესორია და სხვა ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. რა ნამუსით უნდა განიხილოს ეს ანტისაოკუპაციო აქცია.
გულშემატკივარი
23 ივნისი 2019 22:11
0
ჯიგარი ხარ!! ფულის მონა ორგანიზაცია
Solo
24 ივნისი 2019 08:18
0
იმ უეფას დედაც ამნაირებს თუ დაუჯერებს ერთი ადგილი გეწვით სიმართლე არ მოგწონთ და კიდევ აქეთ ხართ დიდ გულზე.
იმერელი
23 ივნისი 2019 20:29
0
რუსების უნამუსობას საზღვარი არა აქვს.სხვისი ტერიტორიების წართმევაზე უარს არ ამბობენ,მაგრამ ოკუპანტს რომ დაუძახებ,სწყინთ.
status quo
23 ივნისი 2019 20:15
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული