"ლოკომოტივის" ლეგენდა კვარაცხელიაზე: სხვა რამეებზე უარი უნდა თქვას, თორემ მოსკოვი "წაიღებს"

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული 10 ნომერი და კლუბის ლეგენდა, რომელიც ახლა სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს დადებითად ახასიათებს.

"ხვიჩა არასტანდარტული ქართველია. ზოგადად, ქართველები მოედანზე ზარმაცები არიან. ნუ, ცუდი გაგებით არა. თუმცა ხვიჩას ფეხბურთის თამაში უნდა, თან საკმაოდ კარგ დონეზე. ის ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, ბევრს მუშაობს. ამას გარდა, ფიზიკურად და ტექნიკურად მდიდარი არსენალი აქვს, ორი ფეხით ურტყამს. ჩვენთან, ზოგიერთი მეკარე ტირის მისი დარტყმის დროს. პლუს, რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში: შეკრებებზე საყრდენად თ
ამაშობდა, ინსაიდერად და ცენტრალურ თავდამსხმელადაც.

თუ ხვიჩა ამ ტემპში განაგრძობს, ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იქნება. ის ახლა მხოლოდ 18 წლისაა. საერთოდ, "ლოკოში" რომ მოვიდა, არასრულწლოვანი იყო. ამის გამო მარბელას ტურნირზე ამხანაგურ შეხვედრაშიც ვერ ვათამაშეთ. "ლოკომოტივმა" ის მომავლისთვის შეიძინა. მან საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და ფეხბურთის გარდა სხვა რამეებზე უარი თქვას, თორემ მოსკოვი "წაიღებს". ყველამ ვერ შეძლო დიდ ქალაქთან გამკლავება. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საბა უნდა დაეხმაროს.

ნელ-ნელა ხვიჩამ რუსულის სწავლაც დაიწყო. თავიდან საბა ეხმარებოდა და უთარგმნიდა. ახლა კი, მათ ვარჯიშების დროს ქართულ ენაზე საუბარს ვუკრძალავ. ვეძახი: "საბა, მხოლოდ რუსულად ესაუბრე!" ხვიჩა ბევრს ურთიერთობს ახალგაზრდებთან. საერთოდ, ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, ყველა გახსნილი და მეგობრულია", - აღნიშნა ლოსკოვმა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" გასულ ზამთარს გადავიდა. რუსეთის პრემიერლიგის 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

მომზადებულია sport24-ის მიხედვით


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხო ეგ მართალია, მოსკოვს ბევრი ცდუნება აქვს. ხვიჩა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იყო კონცენტრირებული თუ გინდა ბევრს მიაღწიო. ისე გასახარია თუ მის დარტყმებზე მეკარეები ტირიან ლოსკოვის ნათქვამით. თუ მოვიგონებთ რომ მას შენიშვნა მისცა საბამ ფეხბურთელის გამახსარავებისათვის ვისაც ფეხებშუა ბურთს უტარებდა, უნდა წარმოვიდგინოთ რა გვეზდება. გვეიმედები და წარმატებებს გისურვებთ ხვიჩა!
Geo_Dinamo
14:27 24-06-2019
0
კვარაცხელია რომ ძალიან პერსპექტიუპი ბიჭია,ეს მისმა დებიუტმაც გვაჩვენა,ტექნიკა საკმარისი აქვს.რუსეთში ფიზიკური მომზადება,მთავარი პრიორიტეტია მწვრთნელებისათვის,რუსეთის მასშტაბით,სიომინი ყველაზე ქართველთ მოყვარე მწვრთნელია რუსეთში და თუ ტრავმებით დახუნძლულ რუსეთის ჩემპიონატში სეზონი,სეზონნახევარი კიდევ ითამაშა სისტემატურად და სერიოზული ტრავმა არ მიიღო,ევროპის ტოპ ლიგებისათვის მზად იქნება.ხვიჩას მამაც ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელია,ასე რომ არა მგონია ხვიჩას ცდუნებებმა სძლიოს,საუკეთესო მრჩეველი სახლში ჰყავს.ასე რომ მისი დიდი იმედი მაქვს და მაშინებს მხოლოდ ტრავმები.
სოსო
16:50 24-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული