"ლოკომოტივის" ლეგენდა კვარაცხელიაზე: სხვა რამეებზე უარი უნდა თქვას, თორემ მოსკოვი "წაიღებს"

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული 10 ნომერი და კლუბის ლეგენდა, რომელიც ახლა სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს დადებითად ახასიათებს.

"ხვიჩა არასტანდარტული ქართველია. ზოგადად, ქართველები მოედანზე ზარმაცები არიან. ნუ, ცუდი გაგებით არა. თუმცა ხვიჩას ფეხბურთის თამაში უნდა, თან საკმაოდ კარგ დონეზე. ის ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, ბევრს მუშაობს. ამას გარდა, ფიზიკურად და ტექნიკურად მდიდარი არსენალი აქვს, ორი ფეხით ურტყამს. ჩვენთან, ზოგიერთი მეკარე ტირის მისი დარტყმის დროს. პლუს, რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში: შეკრებებზე საყრდენად თ
ამაშობდა, ინსაიდერად და ცენტრალურ თავდამსხმელადაც.

თუ ხვიჩა ამ ტემპში განაგრძობს, ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იქნება. ის ახლა მხოლოდ 18 წლისაა. საერთოდ, "ლოკოში" რომ მოვიდა, არასრულწლოვანი იყო. ამის გამო მარბელას ტურნირზე ამხანაგურ შეხვედრაშიც ვერ ვათამაშეთ. "ლოკომოტივმა" ის მომავლისთვის შეიძინა. მან საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და ფეხბურთის გარდა სხვა რამეებზე უარი თქვას, თორემ მოსკოვი "წაიღებს". ყველამ ვერ შეძლო დიდ ქალაქთან გამკლავება. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საბა უნდა დაეხმაროს.

ნელ-ნელა ხვიჩამ რუსულის სწავლაც დაიწყო. თავიდან საბა ეხმარებოდა და უთარგმნიდა. ახლა კი, მათ ვარჯიშების დროს ქართულ ენაზე საუბარს ვუკრძალავ. ვეძახი: "საბა, მხოლოდ რუსულად ესაუბრე!" ხვიჩა ბევრს ურთიერთობს ახალგაზრდებთან. საერთოდ, ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, ყველა გახსნილი და მეგობრულია", - აღნიშნა ლოსკოვმა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" გასულ ზამთარს გადავიდა. რუსეთის პრემიერლიგის 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

მომზადებულია sport24-ის მიხედვით


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი რჩევაა ნამდვილად-მოსკოვმა იცის წაღება,თან ისე რომ....შენ შენი საქმე გაქვს და წარმატებები
კახა ქ.
15:38 25-06-2019
0
კარგი რჩევაა ნამდვილად-მოსკოვ იცის წაღება,თან ისე რომ....შენ შენი საქმე გაქვს და წარმატებები
კახა ქ.
15:37 25-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული