ეროვნული ლიგის მატჩების წინ ქართული გუნდების მოედანზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გასვლას უმალ გამოეხმაურა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ფიფას ექსპრეზიდენტი და რუსული ფეხბურთის რუხი კარდინალი ვიაჩესლავ კოლოსკოვი.
"ასეთი აქციები უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. ალბათ, ამას ფიფა და უეფა ყურადღებას მიაქცევენ, თუმცა არა მგონია, სანქციები მოჰყვეს. მხოლოდ შეიძლება ქართული მხარე გააფრთხილონ. რუსეთის საფეხბურთო კავშირმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც რეაგირება არ უნდა მოახდინონ, უფრო შეშფოთების გამოხატვა მართებთ.
"მე პოლიტიკოსი არა ვარ. ჩვენ შეგვიძლია პოზიცია გამოვხატოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველ ახალგაზრდებს შორის ანტირუსული განწყობებია. ჩვენს დროს შესანიშნავი და გადასარევი ურთიერთობები იყო ქართველ ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და ფუნქციონერებთან. სახელგანთქმულ დავით ყიფიანს, რომელსაც მე ვიცნობდი, ეს რომ ენახა, საფლავში გადატრიალდებოდა.
მინდა, იმედი დავიტოვო, რომ ქუჩის აქციები ვიღაც სულელმა მოზარდებმა მოაწყვეს, მათ ეს გააკეთებინეს. არა მგონია, ისინი ბავშვობიდან ასე აღეზარდათ. ეს ყველაფერი პოლიტიკაა", - განუცხადა კოლოსკოვმა "სპორტ-ექსპრესს".
სფფ-მ ანტისაოკუპაციო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
უეფამ ანტისაოკუპაციო მაისურებთან დაკავშირებით რუსების მიმართვას უპასუხა