სფფ-მ ანტისაოკუპაციო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
24 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

აღმასკომის წევრებმა უეფას 2019-20 წლების სეზონის ლიცენზირების შედეგის შესახებ სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების მოხსენება მოისმინეს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე სფფ-ის ლიცენზირებად ლიგებში მეკარეებისა და ფიზმომზადების მწვრთნელების კვალიფიკაციის შესახებ იმსჯელეს. სფფ-ის მწვრთნელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების განყოფილება მუშაობს საგანმანათლებლო პროექტზე, რომელიც უშუალოდ მეკარეებისა და ფიზმომზადების მწვრთნელებისთვის იქნება განკუთვნილი. კურსების ჩატარება მიმდინარე წელს იგეგმება. პროექტის განხორციელებამდე კი, სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკლუბო ლიცენზირების განყოფილებამ ამ კონკრეტული მიმართულებით გუნდების მიმართ ლოიალური პოლიტიკა გაატაროს.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ქართულ კლუბებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:

"დღევანდელი მდგომარეობით, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მონაწილე არცერთ გუნდს სანქცია არ ემუქრება. არც უეფადან და არც ფიფადან ჩვენთან შესაბამისი განცხადება არ შემოსულა.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სოლიდარობის აქცია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ქართულმა კლუბებმა გააკეთეს, ჩვენი მხრიდან სრულად იქნება მხარდაჭერილი", - განაცხადა დავით მუჯირმა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული