"რანდერსის" სპორტული დირექტორი: საბა ბევრს აინტერესებს, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერია

AutoSharing Option
"რანდერსის" სპორტულმა დირექტორმა სიორენ პედერსენმა დანიურ amtsavisen.dk-სთვის მიცემულ ინტერვიუში საბა ლობჟანიძის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ საბას შემცვლელისთვის ვემზადებით, თუმცა, სანამ ლობჟანიძე არ გაიყიდება, მას ვერ ჩავანაცვლებთ. შესაძლოა, საბა გაიყიდოს და თუ ეს ასე იქნება, ჩვენ სხვა ფეხბურთელის მოყვანას ვეცდებით.

ძალიან ბევრი კლუბი არის მისით დაინტერესებული, თუმცა ჯერ კონკრეტული ისევ არაფერია. ჩვენ მასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ", - განაცხადა პედერსენმა.

შეგახსენებთ, საბა ლობჟანიძე "რანდერსის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს. დანიის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ 58 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული