ეროვნული ლიგა. XX ტური: გაუტეხელი სული - უმძიმეს ვითარებაში მყოფმა "ტორპედომ" ბათუმში ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურში ბათუმის "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი 2:2 დასრულდა.

ურთულეს ფინანსურ ვითარებაში მყოფმა "ტორპედომ", რომელსაც წამყვანი ფეხბურთელები ტოვებენ, ანგისაზე, სადაც თამაში ყველას უჭირს, ადგილობრივ "დინამოს" ფრე გაუგორა.

როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ, სტუმრები კი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და ანგარიში ქავთარაძემ შორიდან ძლიერი დარტყმით გახსნა. თუმცა, ქუთაისელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა: კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ბრძოლისას ბათუმელი ფეხბურთელის მიერ თავით დარტყმული ბურთი ხელზე ერთ-ერთ ქუთაისელს მოხვდა და პენალტი ფლამარიონიმ გამოიყენა, შემდეგ კი ნავალოვსკის წამოწყებული ლამაზი იერიში რამოსმა დააგვირგვინა.

"ტორპედოს" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდა და გეგეჭკორმა შორიდან დალაშქრა ალავიძის კარი. მერე კაპანაძემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ბოლოს "დინამო" შტურმზე გადავიდა - შეცვლაზე შესულ ზღვისპირელთა ახალწვეულ თავდამსხმელს, დვალიშვილს 90-ე წუთზე შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ მის თავურს ქვილითაია დაეუფლა და შეხვედრა ყაიმით დასრულდა.

მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა ქუთაისელთა ნახევარმცველმა გიგაურმა, რომელიც "გაბალაში" გააგრძელებს კარიერას.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ტორპედო 2:2
გოლები: 0:1 ნოდარ ქავთარაძე (9), 1:1 ჯოვინო ფლამარიონი (21, პენ), 2:1 გაბრიელ რამოსი (30), 2:2 ლევან გეგეჭკორი (65)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი, გიული მანჯგალაძე (ვალერიან თევდორაძე 69), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე, ჯოვინო ფლამარიონი (ვლადიმერ დვალიშვილი 74)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ტორპედო (4-4-2): მაქსიმე ქვილითაია, ვაჟა ტაბატაძე, ვახტანგ ნებიერიძე (ვახტანგ ბოჭორიშვილი 90+2), ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ლევან გეგეჭკორი, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე (თამაზ შარვაშიძე 64), გიორგი ქიმაძე, თორნიკე კაპანაძე (გივი მუკბანიანი 85)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
gautexeli kutaisuri suli da guli,,torpedo romelic samkvani pegburtelebis gareche chavida batumchi, gunds aklda 7 pegburteli, chxetianma itamacha 17 18 clis bichebit, magram ra itamacha, torpedo ibrzoda moednis koveli metristvis, gaormagebuli, gaatmagebuli mondomebit, me aseti gulantebuli, mebtzoli da zaan mondomebuli torpedo didi xania ar minaxavs, bravo chxetians, da bravo mtel gund, romlebmac guchin girseulad daicves torpedos da kutaisis xirseba, torpedosi romelic umzimes mdgomareobachia da mainc ganagrzobs brzolas, kutaisistvis, gulchematkivristvis, madloba bichebo , madloba gigaurs romelmac bolo tamachi chaatara torpedos maisurit, tkven gmirebi xart chemtvis da albat mteli kutaisistvis.
KUTAISELI
09:41 26-06-2019
0
სათაური სწორად შეარჩიეთ ვინ ვისთან მიაღწია ფრეს ხომ არ გავიწყდებათ რამდენი ხანია უკვე ბათუმს უგებს ტორპედო
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული