ვაკო გვილია "ლეგიაში" საქმეს შეუდგა - გოლი და საგოლე პასი სადებიუტო მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიაში სინასასეზონო შეკრებაზე მყოფმა "ლეგიამ" ამხანაგურ მატჩში ჩეხეთის "პრიბრამი" 5:0 გაანადგურა და ამ შეხვედრაში თავი ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ გამოიჩინა.

გვილია მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

არმიული კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ გვილია ბევრს შრომობს, ძალიან აქტიური და სასარგებლოა.

"ლეგია" ავსტრიაში 7 ივლისამდე დარჩება და კიდევ 4 სპარინგს ჩაატარებს.

გვილიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით "გურნიკში" გაატარა, რის შემდეგაც ვარშავულმა კლუბმა მისი ტრანსფერი "ლუცერნისგან" გამოისყიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული