ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა

AutoSharing Option
ევროტურნირებში ჩართვამდე 2 კვირით ადრე თბილისის "დინამოში" ცვლილებებია - თბილისელთა ვებგვერდის ცნობით, კლუბი უკრაინელმა ნახევარმცველმა დმიტრო ივანისენიამ დატოვა.

უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდება და კარიერას, დიდი ალბათობით, ლუგანსკის "ზორიაში" გააგრძელებს.

ივანისენიამ "დინამოს" რიგებში 2 წლის განმავლობაში 56 მატჩი გამართა, სადაც 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება დანამატს, ქუთაისის "ტორპედოდან" წასული მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძე კარიერას სწორედ "დინამოში" გააგრძელებს. მან თბილისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ის "ტორპედოს" ღირსებას 2014-15 წლების სეზონიდან იცავდა.

altოფიციალურად: ბათუმის "დინამომ" "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი დაიმატა

altმოულოდნელი

ცნობა - ქუთაისის "ტორპედომ" ნახევარმცველი დაიმატა

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული