ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946
ქუთაისის "ტორპედოში" რომ სერიოზული კრიზისია და კლუბი ძირითადი შემადგენლობის 9 ფეხბურთელმა დატოვა, ეს ამბავი უკვე გაცნობეთ, თუმცა ახლა კარგი ამბავი უნდა გაუწყოთ.
Sportall.ge-ს ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ იმ მოთამაშეების 2 თვის დავალიანება დაფარა, ვინც კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ფეხბურთელებს, რომლებმაც ფინანსური პრობლემების გამო "ტორპედო" დატოვეს, დავალიანება ორი თვის ვადაში დაეფარებათ.
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება. "ტორპედოს" მეტოქე ყაზახური "ორდაბასია", რომელსაც ქუთაისური კლუბი 11 ივლისს, სტუმრად დაუპირისპირდება.