ზურიკო დავითაშვილი "რუბინში" გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინის" საიტმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველთან, ზურიკო დავითაშვილთან კონტრაქტის გაფორმება იუწყა.

18 წლის დავითაშვილს ყაზანურმა კლუბმა სამსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა და 11-ნომრიანი მაისურა გადასცა.

დავითაშვილი "რუბინში" ზამთარშიც იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ დარჩენა არ ისურვა და დროებით თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელა კარიერა.

ცნობისათვის, "რუბინი" მწვრთნელმა კურბან ბერდიევმა დატოვა, 42 წლის რომან შარონოვი ჩაუდგა სათავეში (ჯერჯერობით მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია) და გუნდი სერიოზულად გადახალისდება.

რუსეთის პრემიერლიგა 15 ივლისს აიღებს სტარტს - "რუბინი" პირველ ტურში მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

"ზამთარში ძალიან მინდოდა "რუბინში" დარჩენა, ყველაფერი ამისკენ მიდიოდა,
მაგრამ ბოლო მომენტში დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიშვა და ჩემი აქ გადმოსვლა გადაიდო. ახლა "რუბინში" ვარ და ძალიან ბედნიერი გახლავართ.

სანამ გადმოვიდოდი, "რუბინის" ყოფილ ფეხბურთელს, ლაშა სალუქაძეს ვესაუბრე და მან კარგად დამიხასიათა გუნდი და ქალაქი, მითხრა, რომ კლუბი სახელგანთქმულია თავისი ატმოსფეროთი. აგრეთვე ველაპარაკე მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ჩემი მეგობარია. მან ძალიან მიქო რუსეთის ლიგა, მითხრა, რომ აქ განსავითარებლად ყველა პირობაა", - განუცხადა დავითაშვილმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგია წარმატებებს ვუსურვებ და იმედია გამოიყენებს ტრამპლინად ტოპ ლიგაში გადასასვლელად ვარჯიში და საკუთარ თავზე მუშაობა ტატაროჩკა გოგოებმა არ უნდა დაგაკარგინოს თავი
კახა
20:56 30-06-2019
0
ამ რუსეთს ვერ ვეშვებით მოკლედ.
გიორგი
10:32 30-06-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული