"შერიფი" ძლიერდება - "საბურთალოს" მეტოქემ 5 ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ევროტურნირების დაწყებამდე 10 დღეღა რჩება და კლუბები საბოლოო შემადგენლობებს აკომპლექტებენ.

ბოლო პერიოდში 5 ახალი ფეხბურთელი დაიმატა ტირასპოლის "შერიფმა", რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "საბურთალოს" მეტოქეა.

მოლდოვურმა კლუბმა 2 მცველი, 2 ნახევარმცველი და 1 ფლანგის შემტევი დაიმატა.

თურქეთის რანგით მეორე ლიგის "ოსმანლისპორის" 26 წლის სენეგალელი უსმან ნ'დიაე "შერიფის" დაცვის ცენტრს გააძლიერებს, მან გასულ სეზონში თურქეთის პირველ ლიგაში 15 შეხვედრა გამართა.

ტირასპოლში გააგრძელებს კარიერას კრაკოვის "ვისლას" 26 წლის მარჯვენა მცველი მატეი პალჩიჩი, რომელმაც გასულ სეზონში პოლონური ექსტრაკლასას 12 შეხვედრაში მიიღო
მონაწილეობა და 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მას სლოვენიის ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს გამართული.

ნახევარდაცვის ხაზს გააძლიერებს 28 წლის არტემ ჰორდიენკო, რომელმაც 2018-19 წლების სეზონი ლუგანსკის "ზორიას" რიგებში გაატარა. მან პრემიერლიგაში 10 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

"შერიფის" ღირსებას დაიცავს ბაჩანა არაბულის ყოფილი თანაგუნდელი ლირიდონ ლატიფი, ალბანელი მარჯვენა ნახევარმცველმა უნგრეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი გააკეთა. მას ალბანეთის ეროვნულ ნაკრებში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ტირასპოლელთა ჯერჯერობით ბოლო ტრანსფერი კი ხორვატიული "ოსიეკიდან" განხორციელდა, 29 წლის ხორვატი შემტევი გაბრიელ ბონანი გასულ სეზონში განსაკუთრებული შედეგიანობით არ გამოირჩეოდა.

მან ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში 25 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ტირასპოლის "შერიფისა" და "საბურთალოს" დაპირისპირების პირველი მატჩი 10 ივლისს, 21:00 საათზე მოლდოვაში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გადაგვივლიან სამწუხააროთ ძალიან ძლიერი გუნდი ყვათ !
sherifi
22:37 01-07-2019
4
გიორგი ბერიძის დამატებაც შეიძლება გენტში ვერ იმკვიდრებს თავს საბურთალო კი მაგრად გააძლიერებდა მისთვისაც არ უნდა იყოს ცუდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში
ვასიკო
21:13 01-07-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული