ხვიჩა კვარაცხელიამ "რუსთავთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარით 6 თვის განმავლობაში თამაშობდა და რკინიგზული გუნდი დატოვა, "რუსთავთან" კონტრაქტი გაწყვიტა - ამის შესახებ ინფორმაციას championat.com-ი ავრცელებს.

ასე და ამგვარად, კვარაცხელია თავისუფალი აგენტი გახდა და ნებისმიერ კლუბში შეუძლია უფასოდ გადავიდეს.

"ლოკოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა ანატოლი მეშერიაკოვმა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

"ხვიჩას საიჯარო ხელშეკრულება უმთავრდებოდა, "ლოკომოტივმა" ცოტა ხნის წინ სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რომელიც შემდგომ ყველა მხარესთან შეთანხმდა და ხელის მოწერაღა აკლდა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გაფორმებულა. გაუგებარია რა მოხდა.

მათ ჯერ
საერთოდ არაფერი არ უთქვამთ. კონტრაქტი შეთანხმებული იყო, შესაბამისად, პირობები კლუბისთვის და ფეხბურთელისთვის მისაღები გახლდათ. საკითხავია რა შეიცვალა", - ციტირებს მეშერიაკოვს "სპორტ-ექსპრესი".

გავრცელებული ინფორმაცია, რომ კვარაცხელია ყაზანის "რუბინში" გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული