ხვიჩა კვარაცხელიასა და ბექა მიქელთაძის "რუბინში" გადასვლა ყაზანურ კლუბს ჯერ არ დაუდასტურებია

AutoSharing Option
დღეს, 2 ივლისს Transfermarkt-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავისუფალ აგენტად მყოფმა ქართველმა ფეხბურთელებმა, ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ და თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ  "რუბინთან" გააფორმეს კონტრაქტები.

თუმცა, ყაზანურ გუნდს ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

18 წლის კვარაცხელიას "ლოკომოტივთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და რკინიგზული გუნდი დატოვა. championat.com-ი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიაზე "ლოკოში" დიდ იმედებს ამყარებდნენ, პროგრესირებაში ძალიან შეუწყვეს ხელი დ არ ღირს ფეხბურთელებთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება, თუ შემდეგ მათი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

21 წლის მიქელთაძე "ანორთოსისიდან" აიბარგა და sportall.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "რუბინთან" ერთსეზონიანი
კონტრაქტი გააფორმა.

ამ გუნდში ცოტა ხნის წინ 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ჩაირიცხა.

"რუბინიდან" ამას წინათ მწვრთნელი კურბან ბერდიევი წავიდა, გუნდი 42 წლის რომან შარონოვმა ჩაიბარა, შემადგენლობის გაახალგზრდავება მიმდინარეობს და შესაძლოა, მომავალ სეზონში სამი ქართველით შეუტიოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ბიჭს ეტყობა ნორმალური პატრონი არა ყავს.რუბინში გადასვლა,სადაც პროგრესი შეუძლებელია და პერსპექტივა ნული ზუსტად ასახავს ქართული ფეხბურთის მენტალიტეტს,ფედერაციის ინტელექტს.მახსოვს ძველი ფედერაციის მესვეურების პროტექციონიზმი ევროპის კარგ გუნდებში ახალგაზრდების ჩასარიცხად.მაგრამ ფედერაცია სადაც ინტელექტი ნულია მეტს რას უნდა მოელოდე.
სამარცხვინო საქართველო
09:39 03-07-2019
1
კაცს გადაყვენ თავზე, როგორც აქ იწერებოდა. სიომინმა შემადგენლობას შეაჩვია და ნელ-ნელა ძირითადის ფეხბურთელად ყალიბდებოდა. რა შუაშია რუბინი :O სადმე ვალენსიაში რომ გადასულიყო ხო და რუბინი? ხალხნო რამ გაგაგიჟათ , ფეხბურთელიან, აგენტიან, მრჩეველებიანად... საცოდაობაა და მეტი არაფერი. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა კაცს პერსპექტივას უფუჭებთ - რეალურად ულამაზოა იმ ხალხთან, ვინც ასე თბილად მიიღო ლოკომოტივში
გადასარევი გიორგი
03:49 03-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული