3 ივლისს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურში "დილამ" "სიონს" 2:0 მოუგო.
პირველი ტაიმის დასასრულს ბურთი ხელზე მირცხულავას თავით დარტყმის შემდეგ სტუმართა გუნდის ნახევარმცველ თარხნიშვილს მოხვდა, პენალტი კი ფორტესმა გამოიყენა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონტზე მეექვსე გოლი გაიტანა.
მეორე გოლი კი კომპენსირებულ დროში მასპინძელთა აქტიურმა თავდამსხმელმა გოშთელიანმა გაიტანა და "დილამ" გაიმარჯვა.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - სიონი 2:0
გოლები: 1:0 ალვინ ფორტესი (44, პენ), 2:0 გურამ გოშთელიანი (90+1)
დილა (4-2-3-1): გიორგი ბეგაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, თორნიკე გრიგალაშვილი (ზაურ კერელეიშვილი 90+5), ლუკა რაზმაძე (კ), დიდიე კოუგბენია (ნუგზარ სპანდერაშვილი 90), ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია (ამოს ნონდი 71), ლევან ნონიკაშვილი, გურამ გოშთელიანი
მთ. მწვრთნელი: ირაკლი მოდებაძე
სიონი (4-2-3-1): ოთო გოშაძე, რომან ჩაჩუა, ლაშა უგრეხელიძე, გივი ხეცურიანი, ანზორ სუხიაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, დათო კირკიტაძე (დავით თარგამაძე 64), რატი ცაცკრიალაშვილი, ბექა გვარაძე, ჯაბა უგულავა (ზვიად სიხარულია 77), ვილი ისიანი (კ)
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე