რუსული პრესა ჯანო ანანიძის გაყიდვას წინასწარმეტყველებდა, ის კი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა

AutoSharing Option
საქამეს ისეთი პირი უჩანს, ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს "სპარტაკი" დაიტოვებს.

ანანიძე გასული სეზონის მეორე ნახევარში "კრილია სოვეტოვში" თამაშობდა იჯარით, რუსული პრესა ვარაუდობდა, რომ "სპარტაკი" არ დაიბრუნებდა, მაგრამ მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა ავსტრიულ შეკრებაზე წაიყვანა და ყველა ამხანაგურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში პლეიმეიკერის პოზიციაზე აყენებს.

3 ივლისს "სპარტაკი" უნგრეთში ავტობუსით ჩავიდა და ადგილობრივი "დიორი" 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელმა გეორგი მელქაძემ, რომელსაც ასევე უწინასწარმეტყველებდნენ "სახალხო გუნდის" დატოვებას, ანგარიში მესამე წუთზე სწორედ ჯანოს პასით გახსნა.

რუსეთის პრემიერლიგა 13 ივლისს აიღებს სტარტს და პირველ ტურში "სპარტაკი"
"სოჭის" უმასპინძლებს.

altგოსდუმის თავმჯდომარის მოადგილე: შესაძლოა, საბა კვირკველია და ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებში აღარ იხმონ

altჯანო ანანიძემ "სპარტაკში" საგოლე პასი გააკეთა

altჯანო ანანიძე "სპარტაკის" მოქმედ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი გახდა

altsport-express.ru: "სპარტაკი" ჯანო ანანიძეს არ დაიბრუნებს

altchampionat.com: "სპარტაკი" ჯანო ანანიძეს გაყიდის

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული