"რუბინი": ხვიჩა კვარაცხელია შემოგვიერთდა [PHOTO]

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინი" "ტვიტერზე" ავრცელებს ფოტებსა და მცირე ინფოს, იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მათ კლუბს შემოუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

თუმცა, იქვე არის აღნიშნული, რომ დაწვრილებით ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია ნახევარწლიანი იჯარით მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა, თუმცა ბოლოს, "რკინიგზელების" დატოვება მოუწია, არა და "ლოკოს" მთავარ მწვრთნელ იური სიომინს ხვიჩა ძალიან მოსწონდა.

შეგახსენებთ, ყაზანის "რუბინში"  უკვე გადავიდა 18 წლის ზურიკო დავითაშვილი და ასევე ბექა მიქელთაძემ Sportall.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ "რუბინთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გადაამოწმეთ სანამ რამეს დაწერთ, სამივე ჩვენებური ტრანსფერმარკეტზე გაფორმებული ყავს რუბინს, წარმატებები ბიჭებს.
roma
15:17 04-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული