"რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა - 15 ივლისს ის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ითამაშებს...

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინში" მოსკოვის "ლოკომოტივიდან" გადასული ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა.

"რუბინმა" საკუთარ ბაზაზე ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა პრემიერლიგაში გადასულ "ტამბოვს". შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მწვრთნელმა რომან შარონოვმა 18 წლის ნახევარმცველები ზურიკო დავითაშვილი და კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, პირველი 74-ე წუთზე შეცვალა, ხოლო მეორე - 57-ეზე.

დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო, კვარაცხელიამ კი, რომელიც ახალ გუნდში მხოლოდ ახლახანს მივიდა, თავი კარგად წარმოაჩინა. ეს ბიჭი საოცრად სხარტი და ტექნიკურია, ალბათ, ამ სეზონში ხშირად მიეცემა თამაშის საშუალება და იმედია დავითაშვილთან ერთად პროგრესირებას განაგრძობს.

გუნდს დღეიდან თავდამსხმელი
ბექა მიქელთაძე შეუერთდება, რომელიც გასულ სეზონში "ანორთოსისის" ღირსებას იცავდა.

15 ივლისს, ჩემპიონატის პირველ ტურში "რუბინი" მოსკოვში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება და საინტერესოა, როგორ ითამაშებს კვარაცხელია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დავააიიიიიიიიი გაუთXარე მაგათ
Gijiko
06:03 06-07-2019
0

სიახლეები პოპულარული