საბა ლობჟანიძის ტრანსფერი გერმანულ კლუბში კითხივს ნიშნის ქვეშ დადგა

AutoSharing Option
როგორც გერმანული გამოცემა ka-news.de აცხადებს, "კარლსრუეს" ინტერესი ჰქონდა ქართველი შემტევი, საბა ლობჟანიძის მიამართ. გერმანული კლუბი სწრაფ და ტექნიკურ "ვინგერს" ეძებდა და ერთ-ერთ კანდიდატად საბა ლობჟანიძეს განიხილავდა, თუმცა ბოლო დროს ყვეალფერი შეიცვალა. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ "კარლსრუემ" გრაცის "შტურმიდან" ავსტრიელი შემტევი ლუკაშ გროცურეკი იჯარის წესით ინათხოვრა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ტრანსფერის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე-3 ბუნდესლიგიდან დაწინაურებულმა კარლსრუემ "რანდერსის" შემტევის გადმობირებაზე იზრუნოს. აღსანიშნავი გახლავთ ის, რომ სტატიის ავტორის მიხედვით, ლობჟანიძე დადებითად "კარლსრუეს" ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად საქართველოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე
იაშვილმა დაუხასიათა. თუმცა, მიუხედავად ამისა, გერმანელები წერენ, რომ გროცურეკის ტრანსფერი "კარლსრუესთვის" ამ სეზონში ბოლო იყო.

საბა ლობჟანიძეს  "რანდერსთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. ის დანიურ კლუბს თბილისის "დინამოდან" შეუერთდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გადადი რა კოპენჰაგენში და მერე იფიქრე სხვა გუნდებზე, იქ მჯერა, რომ თავს გამოიჩენ და უპრობლემოდ გადახვალ კარგ ლიგაში!
0
Kalsrueze bevrad karggunds daligas imsaxureb,carmatebeb saba
Va-Le
04:11 07-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული