6 ივლისს, საბერძნეთის "არისთან" მოგებულ მატჩშიც (3:0) გამოიჩინა თავი ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ.
თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია და ბერიძე მწვრთნელმა იეს ტორუპმა კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ამ უკანასკნელმა 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ ბერიძე ჩინებულად ირჯება და 4 შეხვედრაში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
ორივე ქართველი ლეგიონერი ტორუპმა 75-ე წუთზე შეცვალა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ტრენაჟორებზე ვარჯიშობს.
27 ივლისს ჩემპიონატის პირველ ტურში "გენტი" სტუმრად "შარლერუას" დაუპირისპირდება, იქამდე კი საკონტროლო მატჩებს "ცვოლესთან", "სენტ ტრუიდენთან" და "ალკმაართან" გამართავს.