"შერიფისა" და "საბურთალოს" მატჩის ტელეტრანსლაცია ვერ განხორციელდება

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ტირასპოლში, ადგილობრივი "შერიფისა" და "საბურთალოს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის ტელეტრანსლაცია ვერ განხორციელდება. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება საქართველოს პირველმა არხმა და "საბურთალომ" გაავრცელეს:

"10 ივლისს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ „შერიფის“ წინააღმდეგ მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს. გამომდინარე იქიდან, რომ მატჩისადმი ინტერესი დიდია, საჭიროდ ჩავთვალეთ, გაგვეკეთებინა განმარტება.

ზოგადად, კლუბებისთვის საერთაშორისო მატჩების ტრანსლირება არის შემოსავლების ერთ-ერთი წყარო, თუმცა გათვალისწინებულ იქნა რა გულშემატკივრების ინტერესი, კლუბმა „საბურთალომ“ პირდაპირი რეპორტაჟის ექსკლუზიური უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს უსასყიდლოდ გადასცა, რათა საზოგადოებრივ მაუწყებელს მოლაპარაკება
ეწარმოებინა მოლდოვურ მხარესთან და გასვლითი მატჩი პირდაპირ ეთერში ეჩვენებინა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებდა მოლაპარაკებას ტირასპოლის ტელევიზიასთან, რომელიც მზად იყო, გაეცვალა რეპორტაჟები ქართულ მხარესთან, რათა ქართველ და მოლდოველ გულშემატკივარს მატჩების პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება მისცემოდათ, თუმცა მოლდოვაში დაგეგმილ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, მოლდოვურმა მხარემ სატელევიზიო რეპორტაჟების სიგნალების გაცვლაზე უარი თქვა.

რაც შეეხება კლუბ „საბურთალოსა“ და „შერიფის“ განმეორებით მატჩს, რომელიც საქართველოში, 16 ივლისს ჩატარდება, მის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 21:30 საათზე შემოგთავაზებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
საერთოდ არ გამკვირვებია, თუმცა ამ ეპოქაში და ამ დროს ეს ტრაგედია საერთოდ არაა. ინტერნეტია და ვისაც ყურება გვინდა, ისედაც ვუყურებთ. პირველ არხს ნეტავ რაში ვუხდით ფულს ის გამაგებინა.
geno
09 ივლისი 2019 13:02
0
სამაგიეროდ, თურქულ, ბრაზილიურ, არგენტინულ, ესპანურ და კიდე რავიცი სერიალებში მიათხლიშავენ ფულს და ჩავუჯდეთ სერიალებს ლუდით და თევზით. თან ზაფხულის არდადეგები მოდის ფეხბურთში რომ ფული გადაიხადონ რითი დაისვენონ?
giorgi
09 ივლისი 2019 12:07
0
da rasunda uyurot? rogor waageben 7-0?
armen
09 ივლისი 2019 10:58
6
ასეც ვიცოდი,რადგან უხერხემლო და უინტერესო საზმაუს ჩააბარეს ტრანსლაციის საქმე.
status quo
09 ივლისი 2019 09:20
0
საბურთალომ თქვა უფასოდ მივეცით უფლებაო პირველ არხს რო ეჩვენებინაო ტრანსლაციაო, მესმის მათი მაგრამ რატო არ უნდა ქონდეთ ქართულ კლუბებს ევროტურნირებიდან შემოსავალი ტრანსლაციით. რისთვის ვუხდიG პირველ არხს 60 მილიონს. კეთილი ინებონ და გვაყურებინონ ქართული კლუბების თამაშები. ნეტა როდისმე გვეშველება რამეე
გულშემატკივარი
09 ივლისი 2019 09:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული