ბელგიური გამოცემა voetbalkrant წერს, "გენტის" მესამე გიორგი, ბოლოს და ბოლოს საკუთარ შანსს მიიღებს.
ბერიძე, რომელიც "ტრენჩინსა" და "უიპეშტში" განათხოვრების შემდეგ დაუბრუნდა გუნდს, მოსამზადებელ ეტაპზე 6 გოლი გაიტანა, მათ შორის გაუტანა ბერძნულ "არისს".
მიუხედავად იმისა, რო გიორგი ბერიძემ შარშანაც გამოაჩინა თავისი ნიჭი, "ბუფალომ" კიდევ ერთი წლით გადაწყვიტა მისი გაშვება. ახლა კი, უკვე მომწიფებულია და საკუთარ შანსსაც მიიღებს "გენტში".
რაც შეეხება მის პოზიციას, გამოცემა წერს, რომ ბერიძეს შეუძლია ქვილითაიასთან ერთად თავდასხმაში თამაში. თუმცა, როგორც წესი, ის ფლანგზე თამაშობს და კარგი ინდივიდუალური ქმედებებით გამოირჩევა.