ვასილი კიკნაძე: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო - აგენტებმა ფულის გამო წაიყვანეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ "რუბინში" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ხვიჩას ინტერესები აგენტებმა შეიწირეს. ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებული ვიყავით.

ვიცი, სიომინი მას ისე აღიქვამდა, როგორც მომავალ ვარსკვლავს, ჯერ კიდევ გერკუსისას (კლუბის ყოფილი პრეზიდენტი - რედ.) საუბრობდა ამაზე.

თუმცა, არ არის ხვიჩას დადანაშაულება საჭირო. მის ისტორიაში დამნაშავენი აგენტები არიან, რომლებმაც უცბად ფულის შოვნა გადაწყვიტეს. ალბათ, საჭირო იყო შეთანხმების უფრო მკაცრად შესრულება მომეთხოვა, ვნანობ, რომ ასე არ მოვიქეცი.

თუ საგნებს თავის სახელებს დავარქმევთ, ის აგენტებმა წაიყვანეს. არ მესმის, როგორ...
ჩემპიონთა ლიგა, კეთილგანწყობილი მწვრთნელი, შესანიშნავი ურთიერთობა გუნდში, კვირკველიას მეურვეობა.

ადექი და გახდი სუპერვარსკვლავი. ძალიან სამწუხაროა, რომ წავიდა", - ციტირებენ კიკნაძეს sports.ru და championat.com-ი.

altრამდენს მიიღებს "რუსთავი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ?

altოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

altნახევარი მლნ კვარაცხელიას, 3 მლნ აგენტს - რუსული მედია ფინანსურ დეტალებზე წერს

altხვიჩა კვარაცხელია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

alt"ლოკომოტივის" ექს-პრეზიდენტი: ესმოდა კი, ხვიჩას, რას აკეთებდა?

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
მართალია ეს კაცი. ლოკომოტივში მარტო სიომინის ფაქტორის გამო უნდა დარჩენილიყო. პლუს უფრო უკეთესი გუნდია და უკეთეს ფეხბურთელებთან თამაშის საშუალება ექნებოდა, მათ შორის ევროტურნირებზე.

თანაც, გარკვეული შემოსავლის შემდეგ, ამ ასაკის ფეხბურთელი ფულით არ უნდა წყვეტდე სად ითამაშო. მნიშვნელობა არ აქვს, პირობითად 20 ათასი გექნება თუ 30 თვეში. ორივე შემთხვევაში შეძლებ ყველაფერი აისრულო და მხოლოდ ფეხბურთზე და განვითარებაზე დაკონცენტრირდე. გასაგებია რომ აგენტებს ხშირად გრძელვადიანი პერსპექტივები არ ადარდებთ და სწრაფი ფული უნდათ, მაგრამ ფეხბურთელს ხომ უნდა გადარდებსეს შენი მომავალი, შენი საფეხბურთო “სივი”. ბევრი რომ არ გქონდეს ნახტუმავები და ამასთან უფრო სახელიამ მწვრთნელებთან იყო ყოველთვის...
მართალია
10 ივლისი 2019 10:31
0
ვეთანხმები ამ კაცს . რუბინში თანაც 5 წლიანი კონტრაქტი ძაან არ მესიამოვნა. აი რაიოლას რომ ფული უყვარს ისე უნდა მაგრამ შანსი არაა ფეხბურთელის საზიანოთ თავისი ჯიბე გაივსოს . ამათმა კი გამოამჟღავნეს ქართული ხარბობა
ტოტტი
10 ივლისი 2019 10:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული