არის! - "საბურთალომ" სტუმრად "შერიფი" გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი "საბურთალომ" "შერიფთან" ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.

13 460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა.

"საბურთალო" მოწინააღმდეგეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდა, თამამად უტევდა, ბურთსაც ხშირად ფლობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობასაც კი ფლობდა, რაც დნესტრისპირული გუნდისთვის ალბათ,
მოულოდნელი გახლდათ.

30-ე წუთზე კი აქტიურმა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა და როლოვიჩმა თავურით მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

როლოვიჩის გოლი

38-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დიასამიძემ ბურთი ძელს გაარტყა.

ტაიმის დასასრულს "საბურთალო" საერთოდ შტურმზე გადავიდა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ მოხერხეს მეორე ტაიმში - ჯერ კოხრეიძემ შორიდან აუღებელი დაურტყა მიკულიჩს.

კოხრეიძის ულამაზესი გოლი

შემდეგ კი ლამაზი კომბინცია კაკუბავამ თავურით დააგვირგვინა და ტირასპოლელ ფანებს "კატიუშას" სიმღერის ხალისი დაეკარგათ.

კაკუბავას გოლი

აშკარა შეიქნა ქართული გუნდის უპირატესობა ტექნიკაში, არც ძალისმიერ ორთაბრძოლებში არაფერს არ უთმობდნენ ვიზავის და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა"
შერიფი - საბურთალო  0:3
გოლები: 0:1 როლოვიჩი (30), 0:2 კოხრეიძე (67), კაკუბავა (71)

შერიფი: მიკულიჩი, პალჩიჩი (ტამბე 69), იახი, ხურადო (ანტონი 46), კრისტიანო, პალიჩი (ბალიმა 46), გორდიენკო, ლატიფი, ბობანი, კენდიჩი, პოსმაკი

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდაგორიძე 70), ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 60), როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77)

alt"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

alt"შერიფის" მწვრთნელი: ვფიქრობ, რა მოვიმოქმედო - "საბურთალო" წინასწარ გავშიფრეთ, მაგრამ ...

alt"შერიფი" ჩივის: "საბურთალოსთან" არაფერი არ გამოგვივიდაო



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 58 /
:))) დიზლაიკებით ივსება ისეთი კომენტარები,რომელიც რეალობასთან ახლოს არის,მაგრამ არ აწყობს ფეხბურთის ფედერაციას,ტოტალიზატორს და პრესას.ხომ დარჩნენ უმუშევარი საზოგადოება რომ გაერკვეს თუ სინამდვილეში რა ხდება!!! :)))
გიოშა
11 ივლისი 2019 17:15
5
kochag saburtalos, rogorc ikna gadavlaxet moldovuri barieri, romelic gadaulaxavi iko kartuli gundebistvis clebia, madloba titoeul pegburtels tavdadebistvis, ase gaagrzelet bichebo, aseti tamachit zagrebsac davdebt bechebze,carmatebebs gisurvebt da gilocavt am udides gamarjvebas.
KUTAISELI
11 ივლისი 2019 10:17
0
ერთი ნორმალური ჰაილათები ვერ დადეთ?
Irakli Apkhaidze
11 ივლისი 2019 16:37
1
მომკალით და არ მჯერა.მატჩის ანგარიში დიდ ეჭვს ბადებს...!!!
გიოშა
11 ივლისი 2019 08:04
23
))) დიზლაიკის დამწერნო პროფესორებო-ყველაფერს წყვეტს ფული!!! ვეღარ გაიგეთ???
გიოშა
11 ივლისი 2019 10:33
11
საბურთალო არის საუკეთესო გუნდი ეროვნულ ლიგაში რომელმაც დაამარცხა ჩვენთვის მრისხანე შერიფი ასე რომ ცოტა გააერკვიეთ აზრზე რომ არ ხართ ფეხბურთის რეალი და ბარსელონას გარდა მეტი რომ არაფერი იცით თქვენი საფეხბურთო განათლება მხოლოდ გრანდებით შემოიფარგლება ანუ როცა საკვალიფიკაციო ეტაპები მიმდინარეობას შეიკავეთ თავი კომენტარებისგან რაც შეეხება ზაგრებს ხორვატური ფეხბურთი საერთოდ არ არის ტექნიკური და წინა წლებში ჩვენმა კლუბებმა ბევრჯერ დაამტკიცეს რომ ფიზიკურ ძალაზე დამოკიდებული გუნდების დამარცხება შეგვიძლია ზაგრების დინამო ელიტარული დივიზიონიდან არ არის ასე რომ მშვენიერი მეტოქე ყავს საბურთალოს
Night
12 ივლისი 2019 14:17
0
მეტოქის პატივისცემაც კარგი რამეა ისე. გამარჯვებასაც და დამარცხებასაც ღირსეულად უნდა მიღება.
შეტევა
11 ივლისი 2019 22:52
0
რასაც ვწერ,მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.ყველაფერს წყვეტს ფული!!! დარწმუნებული ვარ რუსებმა დიდი ფული დადეს,რომ შერიფი სამი ბურთის სხვაობით არ წააგებდა.მასპინძელი გუნდის მოგებაზე და ფრეზე იმდენი ფული დაიდებოდა ხომ საერთოდ არაა ლაპარაკი.გასაკვირი ისიც იქნებოდა,ბრძოლაში რომ მოგვეგო ერთი ბურთის სხვაობითაც კი.ასე მხოლოდ ზღაპარში ხდება...!!!
გიოშა
11 ივლისი 2019 10:59
25
თუ ასეთი მაგრები ხართ,დინამო ზაგრებიც აუცილებლად უნდა გამოაგდოთ!!!
გიოშა
11 ივლისი 2019 12:07
2

სიახლეები პოპულარული