10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ლუდოგორეცი".
შეხვედრამ ბუდაპეშტში დიდი ინტერესი გამოიწვია, 23 698-იანი "გრუაპამა არენის" ტრიბუნებზე ნემსიც არ ჩავარდებოდა, მადიართა გუნდის ქართველმა მცველმა, დვალმა კი შეუცვლელად ითამაშა და ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია.
ერთბურთიანი ფორა და საკუთარ მოედანზე გოლის გაშვება "ფერენცვაროშს" დიდ უპირატესობას არ ანიჭებს, მით უმეტეს ბულგარელებმა მათ ტოლი არ დაუდეს.