Sports.kz ქუთაისის "ტორპედოზე": ნებისმიერი სხვა შედეგი "ორდაბასისთვის" ფიასკო იქნება

AutoSharing Option
დღეს, 11 ივლისს, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ყაზახურ "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

ადგილობრივმა გამოცემამ Sports.kz-მა მოახლოვებულ დაპირისპირებას სტატია მიუძღვნა.

"შიმკენტის "ორდაბასი" ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება, რომელიც კარგად ცნობილი და საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი გუნდია.

საბჭოთა კავშირის დროს, "ტორპედო" საქართველოს ნომერ მეორე გუნდთად ითვლებოდა და არაერთი სეზონი გაატარა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

გასულ სეზონამდე ქუთაისელები ევროტურნირებზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს ვერასდროს ცდებოდნენ, თუმცა 2019-19 წლების სეზონში  ქართულმა კლუბმა შედეგი დადო და ტურნირს მხოლოდ პლეი-ოფში ბულგარულ "ლუდოგორეცთან" გამოეთიშა.

"ტორპედოს" 25 წლის თავდამსახმელი
ბუდუ ზივზივაძე ჰყავს, რომელიც უცხოეთიდან, მათ შორის ყაზახეთიდან, შეთავაზებების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ის საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული კლუბი სათამაშო ფორმაშია, ქუთაისის "ტორპედოს" სერიოზული პრობლემები "ორდაბასს" კარგ შანსს აძლევს, რომ შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდეს.

საინტერესო იქნება ქართველ მწვრთნელთა დუელი: ორი კახაბერი - ცხადაძე და ჩხეტიანი - პირველ მათგანს გუნდში უფრო მეტი კარგი შემსრულებელი ჰყავს, რაც მის ოპონენტს წარმატების უმცირეს შანსებს უტოვებს.

მთლიანობაში, "ორდაბასისგან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას ველოდებით. ნებისმიერი სხვა შედეგი ორმატჩიან დაპირისპირებაში ყაზახური კლუბისთვის ფიასკოს ტოლფასი იქნება", - ვკითხულობთ Sports.kz-ზე.

შიმკენტის "ორდაბასის" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩი 11 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altკახა ჩხეტიანი: 42 გრადუს სიცხეში ვითამაშებთ - არავისი არ გვეშინია

 

altკახა ცხადაძემ სტაჟირება "ლაციოში" გაიარა და "ტორპედოს" დამარცხებას იმედოვნებს

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
Dges arcerti tamashi arari 1-arxze
Bacho
11:53 11-07-2019
3
ტორპედოს წარმატების მჯერა! ისე რაც უფრო მალე წავა ჩაჩავა კლუბიდან მით უკეთესი,ასეთი ხალხის ადგილი არაა ქართულ ფეხბურთში.ეს ქართველი ხალხის შეურაცყოფაა!
gigo
11:35 11-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული