"ჩიხურას" მეტოქის მწვრთნელი: კვირა დღის შემდეგ გეგმები შევცვალეთ

AutoSharing Option
"ფოლა ეშსა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის წინ Sportall.ge-სთან კომენტარი ლუქსემბურგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჯეფ სტრეისერმა გააკეთა. 

"გუნდმა მოსამზადებელი პროცესი კარგად გაიარა და ხვალინდელ მატჩს მოუთმენლად ველოდებით.

სამწუხაროდ, კლუბის ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებულია, მათ ამხანაგურ შეხვედრებში მიიღეს დაზიანება. ამიტომ კვირად დღის შემდეგ თამაშის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ და ვეცდებით, "ჩიხურას" სუსტი მხარეები ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

როგორც წესი, ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა უფრო მეტად ტაქტიკურია, შედარებით დაცვითი. ორივე მხარე ამ პრინციპით თამაშობს, სანამ მოედანზე უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს.

პირველ მატჩში "ფოლასათვ
ის" მისაღები იქნება ყველა ის შედეგი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალურ შანსს დაგვიტოვებს.

ჩვენ "ჩიხურას" დიდ პატივს ვცემ და იმედი მაქვს, როგორც მათი, ისე ჩვენი გულშემატკივრები კარგ ფეხბურთს იხილავენ და ამ შეხვედრიდან სიამოვნებას მიიღებენ."

"ფოლა ეშსა" და ჩიხურას შორის შეხვედრა დღეს, 11 ივლისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემბურგიდან


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული