დინო ჰამზიჩი: "ფოლაზე" უფრო ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია

AutoSharing Option
საჩერის "ჩიხურას" მეკარე დინო ჰამზიჩმა ევროპა ლიგაზე "ფოლასთან" მოგებული (1:2) მატჩი შესანიშნავად ჩაატარა, შემდეგ კი Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა:

"პირველ ტაიმში უფრო ფრთხილად ვითამაშეთ, რადგან არ ვიცოდით, მეტოქე რა ტაქტიკით ითამაშებდა და რისკი არ ღირდა.

სამწუხაროდ, პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი მივეცით და პენალტიდან გაგვიტანეს კიდეც, ჩვენ კი ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვინდოდა. ვნერვიულობდით, რადგან პირველი მატჩის ფაქტორი მოქმედებდა ჩვენზე.

მეორე ტაიმში კი ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და როცა ეს გამოგვდის, ჩვენ "ფოლაზე" უფრო ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია.

მნიშვნელოვანი იყო საგარეო
მატჩის ფაქტორი. დროში სხვაობა არის, თან ვიმგზავრეთ. მოედნამდე მისასვლელად 1 საათი დაგვჭირდა. ასევე, კლიმატიც სრულად განსხვავებული იყო და პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა.

მეორე შეხვედრის წინ უფრო იმედიანად ვარ განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და მთავარი ბრძოლა წინ გველის, მიმაჩნია, რომ თბილისში უფრო გაგვიადვილდება, რადგან სახლში ვთამაშობთ და თან, ისინიც დაღლილები იქნებიან. ვთვლი, რომ საშინაო შეხვედრაში გამარჯვება შეგვიძლია. მთავარია, არ დავიბნეთ და ვირწმუნოთ, რომ ჩვენ მათზე ძლიერები ვართ.

გულშემატკივრებს მინდა მადლობა გადავუხადო და მოვუწოდო, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. სამწუხაროდ, ევროთასებზე ბევრ შეხვედრას არ ვმართავთ და მათ გარეშე გამარჯვების მიღწევა გაგვიჭირდება".

საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის პირველი ეტაპის პირველ შეხვედრაში "ფოლა" გასვლაზე დაამარცხა - 2:1. საპასუხო შეხვედრა კი , თბილისში 17 ივლისს გაიმართება.

altმიშიკო სარდალიშვილი: გატანილი გოლით სასწაულად გახარებული ვარ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული