გიორგი კორიფაძე: "ფოლა" თბილისშიც უნდა დავამარცხოთ, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მხრიდან "ფოლასთან" გამარჯვების მომტანი გოლის ავტორმა გიორგი კორიფაძემ Sportall.ge-სთან მატჩის შემდგომ პირად და გუნდის ემოციებზე ისაუბრა.

"ემოციებით დატვირთულები ვართ. რაც უნდა ყოფილიყო, ევროპა ლიგის თამაში გახლდათ, გასვლაზე ვთამაშობდით და მოვიგეთ. სახლში კი მნიშვნელოვანი უპირატესობით ვბრუნდებით და ვნახოთ, წესით შემდეგ ეტაპზე გასვლა უნდა მივახერხოთ. თუმცა აჩქარება მაინც არ ღირს, რადგან მეორე თამაში წინ გვაქვს.

პირადად მე და ალბათ ყველა ფეხბურთელს გატანილი გოლი ახარებს, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობა იმიტომ იყო, რომ ამ გოლით გუნდმა მოიგო. იქ სადაც კლუბის ინტერესებია, მხოლოდ
შენი პირადი სიხარული არაფერს ნიშნავს, მთავარია წარმატებას გუნდმა მიაღწიოს და საბედნიეროდ ეს შევძელით.

ჩვენს გუშინდელ მასპინძელს სანერვიულო ბევრი აღარაფერი აქვს, სახლში წააგეს თამაში და ძნელი სავარაუდოა თბილისში რის შემოთავაზებას შეძლებს. თუმცა, ვთვლი, რომ "ფოლა" თბილისშიც უნდა დავამარცხოთ ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავს შემდეგ ეტაპზე გასულებად ვთვლით, ჯერ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგით მიზნისკენ.

აქვე, გამარჯვებას მივულოცავ საჩხერის "ჩიხურას" ყველა გულშემატკივარსა და იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი მოგება გაუხარდა. არა მხოლოდ ერთი ქალაქის ან გუნდის, არამედ საქართველოს სახელით ვთამაშობდით და ეს უფრო მეტად საპასუხისმგებლო არის ჩვენვის. იმედი გვაქვს, რომ თბილისში მაყურებელი მოვა და მხარს დაგვიჭერს.

საჩხერის "ჩიხურამ" 11 ივლისს ევროპა ლიგის პირველი ეტაპის შეხვედრაში "ფოლა" დაამარცხა. საჩხერელები პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდნენ (0:1), თუმცა მეორე ტაიმში მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს და საპასუხო შეხვედრის წინ სამშობლოში გამარჯვებულები ბრუნდებიან.

ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემბურგიდან


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი ბიჭები ხართ.გილოცავთ! აშკარაა რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე გაზრდილია! ეს იმათ გასაგონად ვისაც თვალით არ უნდა დაინახოს და ყურში არაფერი გაიგონოს! ჩვენს გუნდებში აშკარად მეტი პროფესიონალიზმი იგრძნობა. წელს ერთადერთი სავარაუდოთ ტორპედოს გაუჭირდება შემდგომ ეტაპზე გასვლა,ისიც იმიტომ რომ პირადად ზაალ ჩაჩავამ დააღალატა გუნდი ზედ საგარეო თამაშების წინ. დანარჩენები გუნდები კი ღირსეულად გამოიყურებიან. არადა წესით წელს ტორპედო უნდა ყოფილიყო ევროთასებზე ჩვენიდან საუკეთესო გუნდი!
kika
10:30 12-07-2019
0
ჩიხურა ნამდვილად თავმოყვარე გუნდია.ყოველთვის იბრძვის და ხშირად შეუძლებელსაც კი აკეთებს. მისი წყალი ბევრ სპორტსმენს გადასხმოდეს და გაეხარებინოს სრულიად საქართველო.
წინ ჩიხურა და მადლობა ჩვენი გახარებისათვის.
თემური
12:26 12-07-2019
0

სიახლეები პოპულარული