რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "არსენალმა" ტულაში მოსკოვის "დინამოსთან" ფრეს 84-ე წუთზე გია გრიგალავას გოლით მიაღწია - 1:1, ნამატჩევს კი მან კომენტარი გააკეთა.
"პირველ ტაიმში თამაშს ვერ ვაკონტროლებდით, ვაგებდით, ხოლო შესვენების შემდეგ სრულიად სხვა თამაში წავიდა. ჩვენ სხვანირად ვითამაშეთ. მოგებასთან ახლოს ვიყავით, თუმცა ისიც კარგია, რომ ერთი გოლი გავიტანეთ და სეზონი წაგების გარეშე დავიწყეთ.
ევროტურნირებზე ჯერ არ ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ვნახეთ ჩვენი მეტოქეები, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებულნი. პრემიერლიგაზე უახლოეს მოწინააღმდეგეს ვადევნებთ თვალს", - ციტირებს გრიგალავას "Матч ТВ".
"არსენალი" 20 ივლისს რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში სარატოვში "კრილია სოვეტოვს" შეხვდება, 25 ივლისს კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში "ნეფტჩისა" და "ნისტროენის" შირის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.