ბედის ირონია - საბა კვირკველია მწყობრში ჩადგა და ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალება მოუწევს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ მზად არის.

"ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა განაცხადა, რომ კვირკველია გუნდთან ერთად ვარჯიშობს და "რუბინთან" ითამაშებს.

საბამ ტრავმა გასული სეზონის დასასრულს მიიღო, "რკინიგზელებს" ვერც თასის ფინალში და ვერც სუპერთასზე ვერ დაეხმარა და საქართველოს ნაკრების მატჩებშიც ვერ მიიღო მონაწილეობა.

კვირკველია მთელი მეორე წრის განმავლობაში გუნდში იჯარით მყოფ 18 წლის თანამემამულე ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობდა და ახლა მისი განეიტრალება მოუწევს - 15 ივლისს რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში "ლოკომოტივი" იმ "რუბინს" უმასპინძლებს, რომლის რიგებშიც
კვარაცხელია ჩაირიცხა.

ყაზანურ გუნდში აგრეთვე ზურიკო დავითაშვილი და ბექა მიქელთაძე იასპარეზებენ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
თამაშის მერე მიხვდება რა მაგარი შეცდომა დაუშვა რომ ლოკოდან წავიდა! ის მიზეზი რაც ხვიჩამ სთქვა ბავშვობაა და მეტი არაფერი!
kika
16:18 14-07-2019
3
ებიჯო Gაატანინე ბიჯო ქართველებმა ვიხეიროთ )))
Givi
01:08 14-07-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული