საოცარი "სეივი" და მოგერიებული პენალტი: მაკარიძემ "ვიტორიას" "ბირმინგემთან" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მეკარე გიორგი მაკარიძე თავის გუნდ "ვიტორია სეტუბალთან" ერთად მოსამზადებელ პროცესს განაგრძობს. ისინი სადოს ტურნირს მასპინძლობენ, რომლის ფარგლებშიც გუშინ, 13 ივლისს "ბირმინგემს" დაუპირისპირდნენ.

აღნიშნული შეხვედრა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა. გაშვებული გოლებიდან გიორგი ბრალი არცერთი არ ყოფილა, პირიქით, როცა ანგარიში 2:2 იყო მაკარიძემ საოცარი ბურთი მოიგერია და გუნდი პენალტებამდე მიიყვანა. გიორგიმ, პენალტების სერიაშიც გამოიჩინა თავი და 1 11-მეტრიანი დარტყმა მოიგერია, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "ვიტორიას გაემარჯვა.

ამგვარად, ქართველი მეკარის ეფექტიანი მოქმედბებით პორტუგალიურმა კლუბმა
ინგლისელი მეტოქეები დაამარცხა. პროტუგალიის პრიმერა ლიგა აგვისტოში განახლდება და დიდი ალბათობით, გიორგი მაკარიძე გუნდის ძირითადი მეკარე იქნება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული