"შერიფის" მწვრთნელი თბილისში ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებს: ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი

AutoSharing Option
ტირასპოლის "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა "საბურთალოსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"საბურთალოსთან" 0:3 მარცხის შემდეგ გავიგეთ, რა დონის გუნდთან გვიწევს თამაში და როგორ უნდა მოვემზადოთ. გუნდი სულ რაღაც 2 თვეა შეიკრიბა და შეთამაშების პრობლემა არსებობს.

არ მგონია, რომ პირველ შეხვედრაში "საბურთალო" ვერ დავაფასეთ. მეტოქის თამაში შესანიშნავად გავაანალიზეთ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. ჩემმა გუნდმა ყველა ორთაბრძოლა წააგო და მეორე ნომრად ითამაშა.

ბევრს აქვს მცირე ტრავმა
და შესაძლოა, ზოგიერთმა ვერ ითამაშოს. წინ ვარჯიში გვაქვს ჩასატარებელი და საბოლოო პასუხი მაშინ გვეცოდინება.

ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ აუცილებლად უკეთ უნდა ვითამაშოთ", - განაცხადა ზეკიჩმა.

"საბურთალოსა" და "შერიფის" დაპირისპირება 16 ივლისს, 21:30 საათზე, "მიხეილ მესხზე" დაიწყება. მატჩს "პირველი არხი" აჩვენებს.

altგიორგი ჭიაბრიშვილი "შერიფთან" მატჩის წინ: ყრუ დაცვაში ჯდომა არ შეგვიძლია

altწინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე

altარის! - "საბურთალომ" სტუმრად "შერიფი" გააბითურა [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული