ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა, "რუბინს" ქულა მოუპოვა და არ აღნიშნა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატზე "რუბინმა" მოსკოვში კვარაცხელიას გოლით ფრეს მიაღწია "ლოკომოტივთან" - 1:1.

მატჩის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა თქვა, რომ კვირკველიამ ტრავმა მოირჩინა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ათამაშებდა, თუმცა სათადარიგოთა შორის დატოვა. სტუმართა გუნდის თავკაცმა შარონოვმა კი მოულოდნელად კვარაცხელია ძირითადში არ დააყენა, ისევე, როგორც მიქელთაძე; სამაგიეროდ, სასტარტოში იყო დავითაშვილი.

პირველ ტაიმში მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა ყაზანელთა კარში, როდესაც დენისოვმა ჟამალეტდინოვი საჯარიმოს ხაზზე მოცელა, თერთმეტმეტრიანი კი ანტონ მირანჩუკმა ვერ გამოიყენა - ბურთი ხარიხას გაარტყა. მომენტი ჰქონდა დავითაშვილს, რომელმაც ცრუ
მოძრაობით ორი მცველი ჩამოიცილა, მაგრამ კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

66-ე წუთზე ალეკსეი მირანჩუკმა "ლოკო" დააწინაურა. ამის შემდეგ კვარაცხელიამ დავითაშვილი შეცვალა (გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ) და მოედანზე შესვლიდან 10 წუთში ანგარიში გაათანაბრა - მან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გილერმეს კარის ბადეში თავურით მიუჩინა ადგილი და გოლი არ აღნიშნა, ხელები ასწია და გაშეშდა, თითქოს არც გაუტანია და შემთხვევით გამოუვიდა. ვერაფერს იტყვი, გოლიც თქვენი მოწონებული გახლდათ და მასზე ხვიჩას რეაქციაც!

შეხვედრის დასასრულს სიომინი გამწარდა, სარბენ ბილიკთან გაიჭრა და ხან თავის ფეხბურთელებს უყვიროდა და ხან მსაჯებს, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

მოსკოვი. "RZD არენა". 10 732 მაყურებელი
ლოკომოტივი - რუბინი 1:1
გოლები: 1:0 ალეკსეი მირანჩუკი (1:0), 1:1 კვარაცხელია (77)
გამოუყენებელი პენალტი: ანტონ მირანჩუკი (23)


მკითხველის კომენტარები / 13 /
უნდა აღენიშნა ასე უფრო თავში ავარდნას გავს იმედია ბავშვურად მოუვიდა
კახა
16 ივლისი 2019 22:11
7
ღირსეული ბიჭია, ნამდვილად სწორად მოიქცა, რამდენიმე კვირის წინ თანაგუნდულები იყვნენ და გოლი გაიტანა!! დაცვაშიც კარგად იმუშავა!! სწორი არჩევანი გააკეთა ხვიჩამ, ამ ასაკში ძირითადში მოხვედრა რუბინში უფრო ადვილი იქნებოდა. გინდა არ გინდა ლოკომოტივში რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ და რომც მაგრად ეთამაშა მაინც არა მგონია სრულად დაეტვირტათ! დრიბლინგის გარდა, ჭკვიანი მოთამაშეა და ეს ცოტა იშვიათობაა ქართულ ფეხბურთელებს შორის. ხვიჩა აბა შენ იცი წარამატებები. ნაკრებს ესეთი კრეატიული მოთამაშეების ნაკლებობას განიცდის, მინდა მჯეროდეს რომ როგორც დინამო თბილისი თამაშობდა ლაღ სანახაობრივ ფეხბურთს, ეს ბიჭებიც ეროვნულ ნაკრებში ითამაშებენ ისე და ქართველ გულშემატკივრებს გაგვახარებენ!
ზაზა
16 ივლისი 2019 14:16
0
მაგასაც 10 წლიანი სათამაშო სტაჟი ჰქონდა ლოკოში თუ კონტრაქტი... უნდა აღენიშნა...
პაპა
16 ივლისი 2019 10:33
9
მაგასაც 10 წლიანი სათამაშო სტაჟი ჰქონდა ლოკოში თუ კონტრაქტი... უნდა აღენიშნა...
პაპა
16 ივლისი 2019 10:32
4
ოჰო ჰო ჰო ,მაგარი ფეხბურთელი გამოუჩნდა ჩვენს ნაკრებს ,ჩაკვე ,პაპუ ,კვარა ,ზარანდია ,ბერიძე ,საბა ,დაცვა საერთოდ გლეჯვა ,მეკარე კაი ,დავანგრევთ ნებისმიერ გუნდს ,მთავარია თავიანთი ძალები ირწმუნონ,ამისთვის კი ძალიან მაგარი გულშემატკივრობა გვინდა ,ევროპის ჩემპიონობას გისურვებთ დასაწყისისთვის.
paladin
16 ივლისი 2019 10:32
2
კარგი დასაწყისია წარმატებები ხვიჩას.ლოკოს ხელმძღვანელობა უნდა მიხვდეს რომ ხვიჩასნაირ პერსპეკტიურ ახალგაზრდაზე ღირდა ფულის გადახდა.
როლო
16 ივლისი 2019 10:27
0
ამ დილით ვუყურე მატჩის გამეორებას რუსულ არხზე,მესამოცე წუთიდან და უნდა გითხრათ,რუბინს გასავარდნი გუნდისა,არაფერი ეტყობა.მშვენივრად არის აწყობილი თამაში.ამ დროში დავითაშვილს მხოლოდ ერთხელ მიუვიდა ბურთი საჯარიმოში,მაგრამ უხერხულად იყო და ხელზე მოხვდა,მისი შეცვლა კი კვარაცხელიაზე მაშინ მოხდა,როცა მსაჯმა საჯარიმო დანიშნა რუბინის კარში და არა გოლის შემდეგ.მირანჩუკმა ეს ჯარიმა მესის დარტყმით გაიტანა ცხრიანში,კედლის მაღლიდან გადატარებით და თან მეკარეს ეგონა, რომ სცდებოდა.ჯარიმის მომენტში ლოკომოტივის ფეხბურთელები კედელს დაუდგნენ გვერდზე და დარტყმის მომენტში ერთი კედელსაც კი მიაწვა,მაგრამ მსაჯმა ეს დარღვევა გაატარა,კედლის გვერდით თავდამსხმელი მხარის დადგომა ხომ ერთი მეტრის მანძილზე აღარ შეიძლება.თავისთავად გოლი კი ბრწყინვალე იყო.რაც შეეხება კვარას,(მაისურზე ასე აწერია)დიდებულად გამოიყურებოდა ერთხელ სამ კაციანი დრიბლინგი გააკეთა და მხოლოდ მესამე კაცმა შეძლო ბურთზე ფეხის წაკვრა,ერთხელ ცენტრში ბურთის მიღებისას თან მოატყუა მეტოქე და მოცელეს,ერთხელაც მარჯვენა ფლანგზე თავის ნახევარზე ფეხებში ვარდნით,პირდაპირ ფლანგზე გაუგდო ბურთი თანაგუნდელს და თვითონაც გაჰყვა,მაგრამ საპასუხო პასი ჩაჭრეს მცველებმა.დაცვაში რამდენჯერმე ძალიან კარგად დაეხმარა მცველებს და ერთ მომენტში ძალიან სახიფათო სიტუაციიდან გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან.ერთი სიტყვით არც ერთი ორთაბრძოლა არ წაუგია ხვიჩას არც წინ და არც დაცვაში,გოლი კი თქვენც ნახეთ,იდეალური შესრულებით გაიტანა.სხვათა შორის კომენტატორებმა მის რუბინში გადასვლაზეც ისაუბრეს და და აღიარეს მისი სიმართლე.ლოკომოტივი კიდევ ერთ წლიან იჯარას სთავაზობდა,ხოლო რუბინმა ხუთწლიანი სრულფასოვანი კონტრაქტი შესთავაზაო.ეს ლაპარაკი, კვარაცხელიას მოედანზე შემოსვლისას, მაყურებლის გაბმულმა სტვენამ გამოიწვია.ხვიჩამ კი გოლოს არ აღნიშვნით,სრულად მიაგო პატივი ლოკოს.თუ ასე განაგრძო ხვიჩამ,დარწმუნებული ვარ,ერთ წელიწადში მას ევროპაში ვიხილავთ.რა თქმა უნდა თუ გაუშვეს და თუ თვითონ მოინდომა.რუბინმა თუ ასე ითამაშა და ის ძალიან ახალგაზრდული გუნდია,შესაბამისდად მომატების პერსპექტივით,შესაძლოა ევროთასებზეც გაიქაჩოს.საქართველოს ნაკრებს კი ჩაკვეს არყოფნაში ხვიჩას სახით გამოუჩბდა ძალიან ტექნიკური და სწრაფი შემტევი ნახევარმცველი,დაცვაშიც ძალიან კარგი თამაშით.ახლა მთავარია რუსეთის ხორცსაკეპმა არ დაამტვრიოს და ჯანმრთელად მოაღწიოს ნაკრების თამაშებამდე.
სოსო
16 ივლისი 2019 09:32
2
რჩეული თხზულებანი, აკადემიური გამოცემა თბილისი, 2019წ., ტომი 27, გვ. 724
პოლიგრაფი
16 ივლისი 2019 10:28
10
ხვაჩამ ბევრი უნდა იმუშაოს და დიდი ფეხბყრთელი დადგება!
მერაბი
16 ივლისი 2019 09:28
0
შენ გენაცვალე... მაგარი კაცი.....!
წიმა
16 ივლისი 2019 02:04
1
მთავარია თავში არ უყვარდეს და ბევრი იმუშაოს საკუთარ თავზე ერთი დიდი მინუსი აქვს ამ ჩვენ თავდამსხმელების და ზოგადად ფეხბურთელებს ბურთს მიიღებენ და რაღაც მომენტში ყოვნდებიან კარგავენ დროს ასათიანი იყო ამაში უმთავრესი ბურთი მიღებული არ ქონდა უკვე გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა რას გააკეთებდა უბურთოდ ატყუებდა მოწინააღმდეგეს იშრომეს ბიჭები და ასახელეთ სამშობლო და ოჯახი. წარმატებები
კახა
15 ივლისი 2019 23:10
0
რეაქციაზე ეტყობა რამე თავში თუ აუვარდა?
Bidzi.
15 ივლისი 2019 23:37
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული