ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა, "რუბინს" ქულა მოუპოვა და არ აღნიშნა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატზე "რუბინმა" მოსკოვში კვარაცხელიას გოლით ფრეს მიაღწია "ლოკომოტივთან" - 1:1.

მატჩის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა თქვა, რომ კვირკველიამ ტრავმა მოირჩინა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ათამაშებდა, თუმცა სათადარიგოთა შორის დატოვა. სტუმართა გუნდის თავკაცმა შარონოვმა კი მოულოდნელად კვარაცხელია ძირითადში არ დააყენა, ისევე, როგორც მიქელთაძე; სამაგიეროდ, სასტარტოში იყო დავითაშვილი.

პირველ ტაიმში მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა ყაზანელთა კარში, როდესაც დენისოვმა ჟამალეტდინოვი საჯარიმოს ხაზზე მოცელა, თერთმეტმეტრიანი კი ანტონ მირანჩუკმა ვერ გამოიყენა - ბურთი ხარიხას გაარტყა. მომენტი ჰქონდა დავითაშვილს, რომელმაც ცრუ
მოძრაობით ორი მცველი ჩამოიცილა, მაგრამ კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

66-ე წუთზე ალეკსეი მირანჩუკმა "ლოკო" დააწინაურა. ამის შემდეგ კვარაცხელიამ დავითაშვილი შეცვალა (გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ) და მოედანზე შესვლიდან 10 წუთში ანგარიში გაათანაბრა - მან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გილერმეს კარის ბადეში თავურით მიუჩინა ადგილი და გოლი არ აღნიშნა, ხელები ასწია და გაშეშდა, თითქოს არც გაუტანია და შემთხვევით გამოუვიდა. ვერაფერს იტყვი, გოლიც თქვენი მოწონებული გახლდათ და მასზე ხვიჩას რეაქციაც!

შეხვედრის დასასრულს სიომინი გამწარდა, სარბენ ბილიკთან გაიჭრა და ხან თავის ფეხბურთელებს უყვიროდა და ხან მსაჯებს, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

მოსკოვი. "RZD არენა". 10 732 მაყურებელი
ლოკომოტივი - რუბინი 1:1
გოლები: 1:0 ალეკსეი მირანჩუკი (1:0), 1:1 კვარაცხელია (77)
გამოუყენებელი პენალტი: ანტონ მირანჩუკი (23)


მკითხველის კომენტარები / 13 /
უნდა აღენიშნა ასე უფრო თავში ავარდნას გავს იმედია ბავშვურად მოუვიდა
კახა
22:11 16-07-2019
7
ღირსეული ბიჭია, ნამდვილად სწორად მოიქცა, რამდენიმე კვირის წინ თანაგუნდულები იყვნენ და გოლი გაიტანა!! დაცვაშიც კარგად იმუშავა!! სწორი არჩევანი გააკეთა ხვიჩამ, ამ ასაკში ძირითადში მოხვედრა რუბინში უფრო ადვილი იქნებოდა. გინდა არ გინდა ლოკომოტივში რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ და რომც მაგრად ეთამაშა მაინც არა მგონია სრულად დაეტვირტათ! დრიბლინგის გარდა, ჭკვიანი მოთამაშეა და ეს ცოტა იშვიათობაა ქართულ ფეხბურთელებს შორის. ხვიჩა აბა შენ იცი წარამატებები. ნაკრებს ესეთი კრეატიული მოთამაშეების ნაკლებობას განიცდის, მინდა მჯეროდეს რომ როგორც დინამო თბილისი თამაშობდა ლაღ სანახაობრივ ფეხბურთს, ეს ბიჭებიც ეროვნულ ნაკრებში ითამაშებენ ისე და ქართველ გულშემატკივრებს გაგვახარებენ!
ზაზა
14:16 16-07-2019
0

სიახლეები პოპულარული