ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია "ტვენტეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
გიორგი აბურჯანია ოფიციალურად "ტვენტეს" ფეხბურთელია - ამის შესახებ ჰოლანდიური კლუბის ვებგვერდი იუწყება.

24 წლის ნახევარმცველმა ხელი ორწლიან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერა, "ტვენტეს" კი მისი "სევილიადან" გამოსყიდვის უფლება ექნება.

გიორგი ახალ კლუბში 21-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

"ეს რთული არჩევანი არ ყოფილა, "ტვენტეში" მოსვლა ნამდვილად მინდოდა. ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია, რომელსაც ლამაზი სტადიონი აქვს. გასულ წელს მათ თამაშს თვალს ვადევნებდი და ვნახე, როგორ გახდნენ ერესტე დივიზიონის ჩემპიონები. ეს განსაკუთრებული იყო", - განაცხადა გიორგი აბურჯანიამ.
"ტვენტემ" გასული სეზონი ჰოლანდიის რანგით მეორე დივიზიონში გაატარა, სადაც
80 ქულა დააგროვა და ერედივიზიონს დაუბრუნდა.

altქართველი მადრიდის "ატლეტიკოში" - 14 ივლისის ტრანსფერები და ჭორები


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები
David
18:47 16-07-2019
0
ტვენტე ის კლუბია,რომელსაც თბილისის დინამო თავის სადებიუტო თამაშში შეხვდა უეფას თასზე.წსრმატებებს ვუსურვებ გიორგის და იმედი მაქვს,რომ შესძლებს ესპანეთში,ლა ლიგაში თამაშს
სოსო
18:32 16-07-2019
0

სიახლეები პოპულარული