კატასტროფა - "საბურთალომ" პირველი ტაიმი "შერიფთან" 0:3 წააგო!

AutoSharing Option
16 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირველ ტაიმში "საბურთალომ" "შერიფთან" 0:3 წააგო.

გასვლაზე 3:0-ის მოგების შემდეგ, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სტუმართა კოსოვოელმა ნახევარმცველმა ლაფიტიმ დებიუტშივე გახსნა ანგარიში. შემდეგ მარგველაშვილმა განივი გადაცემისას ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მე-11 წუთზე კი კამერუნელმა თავდამსხმელმა ტამბემ ანგარიში 0:3 გახადა.

"საბურთალომ" სტუმრად მოპოვებული უდიდესი უპირატესობა 11 წუთში გაანიავა, რასაც კატასტროფის გარდა, სხვა სახელი ძნელია უწოდო. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

საქართველოს ჩემპიონმა სახიფათო იერიშებით უპასუხა და ორი მომენტი ვერ
გამოიყენა.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე 0:3-ზე გავიდნენ.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - შერიფი
გოლები: 0:1 ლაფიტი (3), 0:2 მარგველაშვილი (7, საკ. კარში), 0:3 ტამბე (11)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი, კოხრეიძე, როლოვიჩი

შერიფი: მიკულიჩი, მუზეკი, პალჩიჩი, კრისტიანო, ანტონი, გორდიენკო, ლაფიტი, ტამბე, ბობანი, კენდიში, ნ'დიაე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
მინდა პატარა ჩემი აზრი დავაფიქსირო! როგორც არ უნდა დამთავრდეს თამაში, ჩვეულებრივი აფიორები არიან! საცოდავები და სულ გაყიდულები! მეცოდება ქართული ფეხბურთი! არ გამოხტეთ ეხლა გულშემატკივრები, ჩემზე ძალიან არავის გტკივათ!
ჯონა
22:24 16-07-2019
18
წავიდა ყომარი... პირველი თაიმი წააგო, მეორე მოიგო და ა.შ.
ვახო
22:55 16-07-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული